თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის პირველ კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 1.8%-ით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 3% შეადგინა. 2020 წლის საშუალოსთან შედარებით ინდექსი 62.3%-ით არის გაზრდილი.

RPPI-ის დაფარვა შემოიფარგლება თბილისით და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების (ბინების), ისე კერძო სახლების სეგმენტებს.

1Q26-ში, წინა კვარტალთან შედარებით ფასების ზრდა დაფიქსირდა, როგორც საცხოვრებელი ბინების სეგმენტში (2%), ისე კერძო სახლების სეგმენტში (1.1%).

1Q25-თან შედარებით ფასების ზრდა დაფიქსირდა ორივე სეგმენტში - ბინებზე 3.3%-ით, ხოლო კერძო სახლებზე 1.8%-ით.

ქვემოთ მოცემულ გრაფიკზე წარმოდგენილია 2026 წლის პირველ კვარტალში ახალაშენებული (დასრულებული) საცხოვრებლების სეგმენტში 1მ²-ის მედიანური ღირებულება, თბილისის უბნების მიხედვით:

ქვემოთ მოცემულ გრაფიკზე წარმოდგენილია ახალაშენებული (დასრულებული) ბინების სეგმენტში 1მ²-ის მედიანური ღირებულება, მათი მდგომარეობის (კარკასის) მიხედვით: