თბილისი (GBC) - 2024 წლის ივლისში უძრავ ქონებაზე მოთხოვნა გაუმჯობესდა, თუმცა მაინც შესუსტებული რჩება 2024 წლის პირველ ოთხ თვესთან შედარებით. შედეგად, ფასების ზრდა შენელდა და 2022 წლის დასაწყისის შემდეგ ივლისში პირველად დაფიქსირდა უცვლელი ფასები თვიურ ჭრილში. შესუსტებულმა მოთხოვნამ ასევე იმოქმედა მიწოდებაზე - ივნისი/ივლისის პერიოდში ნებართვების გაცემა მკვეთრად შემცირდა, წლიურად 58.2%-ით და 40.3%-ით, შესაბამისად. ამის შესახებ გალტ & თაგარტი, თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების 2024 წლის ივლისის განახლებაში საუბრობს. მათივე მტკიცებით, მოსალოდნელია რომ ნებართვების გაცემის ეს დინამიკა შენარჩუნდება 2024 წლის ბოლომდე, რადგან დეველოპერები სავარაუდოდ ელოდებიან მოთხოვნის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებას. 

გაყიდული ბინების რაოდენობა

გალტ & თაგარტის თანახმად, 2024 წლის ივლისში თბილისში 3,476 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად მცირედი 1.3%-იანი კლებაა, ხოლო თვიურად 17.6%-იანი ზრდა. ამასთან, თვიურ ჭრილში ზრდაზე მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდა რამდენიმე პროექტში უკვე გაყიდული ბინების დაგვიანებული რეგისტრაციის ერთჯერად ეფექტს.

ჯამურად 2024 წლის პირველ 7 თვეში თბილისში სულ 22,253 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 3.2%-იანი კლებაა. ეს შემცირება განპირობებული იყო მეორად ბაზარზე გაყიდვების კლებით (-3.7% წ/წ), მაშინ როცა პირველად ბაზარზე წლიურად მცირედი 1.1%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

ბაზრის სხვა ძირითადი მახასიათებლები უცვლელი დარჩა - გაყიდვებში საშუალო ზომის ბინების (51-80 მ2) დომინირება, მათი ხელმისაწვდომობისა და გაქირავების სიმარტივის გამო, და ბიუჯეტური კლასის სეგმენტის (<$1,000/მ2) წილის გამოწვეულია მზარდი ფასებით.

ფასები

კლება, რაც 2024 წლის ივლისში პირველად ბაზარზე საშუალო ფასი უცვლელი დარჩა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც პირველად ბაზარზე ფასი თვიურად არ გაზრდილა 2022 წლის დასაწყისის შემდეგ, რაც შესუსტებული მოთხოვნის ეფექტია.

ბაზრის ზომა

გალტ & თაგარტის თქმით, 2024 წლის ივლისში თბილისში 270.4 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბინები გაიყიდა, რაც წლიურად 5.5%-იანი და თვიურად 18.4%-იანი ზრდაა. ჯამურად 2024 წლის პირველ 7 თვეში 1,708.5 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბინები გაიყიდა (+1.9% წ/წ).

ქირა

თბილისში საშუალო ზომის ბინის ქირის ფასი თვიურად მცირედი 0.9%-ით შემცირდა და კვადრატულზე 9.8 აშშ დოლარი შეადგინა.

სამშენებლო ნებართვები

2024 წლის ივლისში გაგრძელდა სამშენებლო ნებართვების მკვეთრი შემცირება, რომელიც ივნისიდან დაიწყო. სულ გაიცა 20 ნებართვა და ამ ნებართვების საცხოვრებელი ფართი წლიურად 40.3% ით არის შემცირებული. მოსალოდნელია, რომ დეველოპერები მნიშვნელოვან დაელოდებიან გაუმჯობესებას ნებართვების ასაღებად.