საფრანგეთში ქართველთა ისტორიული სათვისტომო საქართველოში საერთო სახალხო...
საფრანგეთში ქართველთა
ისტორიული სათვისტომოს
განცხადებას, რომელიც 27
იანვრით არის
დათარიღებული, სრულად
გთავაზობთ:„არალეგიტიმური
ხელისუფლება, რომელიც
ეწინააღმდეგება 1918 წლის
დამოუკიდებელი
საქართველოს ყველა
პრინციპს.წლის დასაწყისი
კარგი დროა ჩვენი
სურვილების
გამოსახატავად. თითოეულ
თქვენგანს ვუსურვებ 2025
წელმა, მოგიტანოთ
ბედნიერება და შეგისრულოთ
სურვილები.ეს ახალი წელი
დაიწყო, ისე როგორც
დასრულდა გასული წელი,
წელი, რომელიც იყო
მხილების, დაგმობის,
პროტესტის, წუხილისა და
იმედის ნაზავის წელი, ანუ
წელი, როცა მოხდა :მასიურად
გაყალბებული არჩევნების
შედეგად ჩამოყალიბებული
არალეგიტიმური
ხელისუფლების
დაგმობა;პროტესტი
მშვიდობიანი
დემონსტრანტების
რეპრესიების
წინააღმდეგ:უსაფრთხოების
სისტემის, პოლიციისა და
სასამართლო სისტემის
სრული მოშლით გამოწვეული
აღშფოთება და ხანგრძლივი
საპროტესტო ტალღა
.საზოგადოების
განვითარების დონის
ამაღლება, დემოკრატიის და
სამართლიანობის
პრინციპებისადმი
ერთგულებით, ეთიკურ
სიბრტყეში ევროპული
მომავლისთვის ბრძოლით,
ცოცხალ, აქტიურ სამოქალაქო
საზოგადოებად
ჩამოყალიბებათუ
გავიხსენებთ
ფაქტებსყველაფერ ამას წინ
უძღოდა „რუსული კანონის"
მიღება, საარჩევნო კანონში
ცვლილებების შეტანა,
ცესკოს (ცენტრალური
საარჩევნო ორგანოს)
„ოცნების“
ზედამხედველობის ქვეშ
მოქცევა, ხმების შესაძენად
გამიზნული ფინანსური
სისტემის ორგანიზება და იმ
უბნების გახსნაზე უარის
თქმა, რაც ხელს უშლიდა
დიასპორის ასობით ათასი
ამომრჩევლის
მონაწილეობას. 26 ოქტომბრის
არჩევნები ჩატარდა
დაშინებისა და ზეწოლის
ქვეშ, რასაც თან ახლდა
მასიური და სისტემატური
გაყალბება.არჩევნების
მოპარვა და გაყალბება
უჩვეულოდ მკაცრი
სიტყვებით იქნა დაგმობილი
ეუთო/ოდირ-ის საბოლოო
ანგარიშში. საფრანგეთის
დელეგაციის ხელმძღვანელმა
სენატორმა პასკალ
ალიზარმა გამოთქვა
დამკვირვებლების ზოგადი
აზრი და განაცხადა, რომ ეს
არჩევნები არ იყო „არც
თავისუფალი და არც
დემოკრატიული“.ამავდროულად,
ხელისუფლებამ დაარღვია
კონსტიტუციის 78-ე მუხლი,
ასევე კონსტიტუციის
დარღვევით მოიწვია
არალეგიტიმური
პარლამენტი, შემდეგ
დაარღვია კონსტიტუცია და
ოპოზიციისგან დაცლილ
პარლამენტში „აირჩია“,
პრეზიდენტი“ და ეს, მაშინ
როცა ოპოზიციამ უარი თქვა
პარლამენტში შესვლაზე და
მანდატები ჩახსნა. ამ
მოპარული არჩევნების
შედეგად რუსმა ოლიგარქმა
მოიწვია არალეგიტიმური
"პარლამენტი", შემდეგ კი
აირჩია დე ფაქტო
არალეგიტიმური,
"პრეზიდენტი".გაყალბებული
არჩევნების შედეგად
ივანიშვილის და მისი
მარიონეტების მიერ
მიტაცებული ძალაუფლება
დასავლეთის ცივილიზებულ
ქვეყნებში მიჩნეულია
არალეგიტიმურად და არ არის
აღიარებული არც აშშ-ის და
არც ევროპის
სახელმწიფოების
მიერ.კობახიძის 2024 წლის 28
ნოემბრის განცხადება,
რომელიც იდენტურია
„ქართული ოცნების" პარტიის
პოზიციისა, და რომელიც
ევროკავშირში
გაწევრიანების შესახებ
მოლაპარაკებების დაწყებას
2028 წლის შემდეგ გადადებს,
საბოლოოდ ადასტურებს
ევროკავშირთან კავშირის
გაწყვეტას და საგარეო
პოლიტიკის პრორუსულ
მიმართულებას. ამ
განცხადებამ მასობრივი
საპროტესტო გამოსვლები
გამოიწვია მთელ
საქართველოში. ამგვარად
იწყება რეპრესიები.
მშვიდობიანი
დემონსტრანტების მიმართ
წამების სხვადასხვა
ფორმის გამოყენება ხდება
როგორც პოლიციელების,
ასევე „ოცნების“
შენიღბული და დაუდგენელი
თანამზრახველების მიერ.
თუმცა, საპროტესტო
აქციების დასაშლელად
არაპროპორციული ძალის
გამოყენების მიუხედავად,
ხალხის მასობრივი
პროტესტი თითქმის ორი თვეა
ყოველდღიურად
გრძელდება.500-ზე მეტი
მშვიდობიანი მომიტინგე
სისტემატურად სცემეს
დაკავების და
ტრანსპორტირების დროს. 53
მშვიდობიანი პროტესტის
მონაწილე ბრალდების
გარეშე კვლავ პატიმრობაში
იმყოფება, რამდენიმეს კი
უკვე 9 წლამდე თავისუფლების
აღკვეთა აქვს
მისჯილი.ოლიგარქ ბიძინა
ივანიშვილის
განცხადებები, რომელიც
ვლადიმერ პუტინის ტონით
აკრიტიკებს ჩვენს
მოკავშირეებს და
"დეკადენტურ" დასავლეთს,
ეჭვს არ ტოვებს... ფაქტები
ჯიუტია: საქართველოს
ხელისუფლება აშკარად
მოსკოვისკენ არის
მიმართული.ეს ვითარება
საფრანგეთში ქართველთა
ისტორიული
სათვისტომოსგან, მის მიერ
აღიარებული პრინციპების
შესაბამის მკაფიო
პოზიციის დაფიქსირებას
მოითხოვს.1921 წელს
დაარსებული პოლიტიკური
ემიგრაცია, რომელიც არ
ეგუებოდა რუსეთის მიერ
საქართველოს ოკუპაციას და
დიქტატორული რეჟიმის
იძულებით დამყარებას,
როგორც თავისი წესდებით,
ასევე ქმედებით, მიზნად
ისახავდა დაეცვა
საქართველოს
დამოუკიდებლობა და
დემოკრატია, რასაც დღეს
საქართველო, სამწუხაროდ
ასე ძლიერ
დაშორდა.საფრანგეთში
ქართველთა ისტორიული
სათვისტომო არ ცნობს
ოლიგარქ ივანიშვილის და
მის მორჩილებაში მყოფი
რუსული აგენტურის
არალეგიტიმურ ძალაუფლებას
და თავის თითოეულ წევრს,
ყველა ქართველს და მთელ
საერთაშორისო
საზოგადოებას, მოუწოდებს
გამოიჩინონ სოლიდარობა
ქართველი ხალხის მიმართ,
დაიცვან ამ ქვეყნის
დამოუკიდებლობის
პრინციპები და
დემოკრატია.საფრანგეთში
ქართველთა ისტორიული
სათვისტომო
მოითხოვს:ყველა
დაკავებული დემონსტრანტის
დაუყოვნებლივ
გათავისუფლებას და
მოსამართლეების მიერ არა
ლეგიტიმური მთავრობის
დაკვეთით გამოტანილი
უსამართლო სასჯელის
გაუქმებასახალი
საპარლამენტო არჩევნების
ჩატარებას საერთაშორისო
ინსტიტუტების
მეთვალყურეობის ქვეშ, რაც
უზრუნველყოფს
კონფიდენციალურობას და
სამართლიანობას.ჩვენი
ქვეყნის - ევროპული -
მომავალი სასწორზეა, ჩვენ,
საფრანგეთში მცხოვრებ
ქართველთა ისტორიული
სათვისტომოს მმართველი
კომიტეტი ვიზიარებთ
როგორც ჩვენი სათვისტომოს
დამფუძნებლების
მისწრაფებებს, ასევე იმავე
იდეალებისთვის
თავგანწირულად მებრძოლი
ქართველი ხალხის ნებას, და
ვუერთდებით საერთო
სახალხო პროტესტის
მოთხოვნებს“, – ნათქვამია
საფრანგეთში ქართველთა
ისტორიული სათვისტომოს
მმართველი კომიტეტის
განცხადებაში.
1738129848