თბილისი (GBC) - სებ-მა პირველი ჯარიმა გამოუწერა VASP -ს. 465 000 ლარით დაჯარიმდა (ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი (VASP) შპს შერი (სრული დასახელება "შერ888").
კრიპტომოვაჭრეების უმრავლესობა ბირჟის პლატფორმას ირჩევს. თუმცა პროვაიდერებს შორის არის სალაროთი მომუშავეც და ამ კატეგორიას განეკუთვნება შერიც. ციფრული საფულის დამფუძნებლის გია აშკაშაძის ინფორმაციით შერის მომსახურება საოფისეა და არა დისტანციური. მომხმარებელს, ფიზიკურად, შერ888-ის ოფისში ემსახურებიან.
ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი (VASP) ყიდვა-გაყიდვის ტრანზაქციებს, საოპერაციო, ე.წ. ცხელი საფულის მეშვეობით ასრულებს. კლიენტს შეუძლია ნებისმიერი მოდიფიკაციის საფულით მიაკითხოს, მათ შორის ცივი საფულით, Ledger-ით, რომელსაც ფინტექ წრეებში მარტივ საფულედ მოიხსენიებენ. ციფრულია, თუმცა ნაკლებად მოდერნიზებული. გარკვეული პროცედურები ხელით სრულდება და კლიენტთა ის ნაწილი ირჩევს, ვისაც ჰგონია, რომ ეს, უახლეს ვერსიებზე უფრო უსაფრთხოა და თავს მეტად დაცულად გრძნობს.
₾456 000 -დან ყველაზე მოცულობითი - 80 000 ლარი დაგროვდა ₾5 000-ებით. პროვაიდერმა არ აწარმოა მონიტორინგი, არ შეისწავლა ვირტუალური აქტივის წარმომავლობა. ასეთი დარღვევა 16 კლიენტთან აღმოჩნდა.
₾78 000 დაგროვდა ₾3 000 -ებით, რაც პროვაიდერს ტრანზაქციის მიზნობრიობის დაუდგენლობისთვის ეკისრება და ასეთი დარღვევაა 26 კლიენტთან.
დარღვეულია AML/CFT საზედამხედველო რამდენიმე კანონი, მ.შ. „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“. ასევე VASP-ის მარეგულირებელი, რომლის ერთ-ერთი მუხლი კრძალავს საქმიანობას ვიდეო მეთვალყურეობის გამართული ფუნქციონირების გარეშე, რაზეც 5 000 ლარიანი სანქციაა.
დარღვეულია კლიენტის (4 კლიენტთან) ვერიფიკაცია-იდენტიფიკაციის წესი, რაც ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ხელმღვანელის ბრძანებით არის გაწერილი (ჯარიმა 4X1 000 =₾4 000)
დარღვეულია დეკლარირების წესი. ზედამხედველისთვის ინფორმაციის არასწორად მიწოდებაზე გამოიწერა ₾6 000.
უგულებელყოფილიია სანქციათა რეჟიმებით გათვალისწინებული მოთხოვნები, რაცს ელექტრონულ სისტემით კრიპტო აქტივის და სანქცირებულთა სიების მისამართების ავტომატურ გადამოწმებას გულისხმობს. პროგრამული ხარვეზებისთვის შეფარდებულია 15 000 ლარიანი ჯარიმა.
მარეგულირებელი "ნაღდზე" მომუშავე პროვაიდერსაც იგივე მოთხოვნებს უწესებს. VASP-ს კლიენტთა ბაზის და ტრანზაქციების მუდმივი მონიტორინგისთვის შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის მექანიზმები მოეთხოვება.კლიენტის ვერიფიკაციისთვის და კრიპტო wallet სკრინინგისთვის.
₾456 000 -დან 264 000 ლარის 500 ლარიანი ჯარიმებია (528 შემთხვევაზე) გამოწერილი, დოკუმენტაციის აღრიცხვის წესის დარღვევისთვის და ₾10 000-ია შემოწმების პერიოდში ზედამხედველისთვის ხელის შეშლაზე.
აშკაშიძეები რამდენიმე ციფრულ ვალუტის, მ.შ. ეთერიუმის და ბიტკოინის კონვერტაციაზე მუშაობენ, ძირითადად შერ888 ციფრულ დოლარს USDT ახურდავებს, ლარში და აშშ დოლარში (და პირიქით).