მიმდინარე წელს გაყიდული ბინებიდან მხოლოდ 17% გაიყიდა საბანკო კრედიტით, 14%-მა თანხა სრულად გადაიხადა, თითქმის 70% კი შიდა განვადებაზე მოდის,  - TBC Capital-ის კვლევის მიხედვით, მიმდინარე წელს ბინების ყიდვა-გაყიდვები წლიურად თითქმის 30%-ითაა გაზრდილი. კერძოდ, ძველი ბინების გაყიდვები 27%-ით გაიზარდა, ახლის კი 10%-ით. 

ამასთან, მიუხედავად დედოლარიზაციის პოლიტიკისა სახლების უმეტესობის ფასდადება კვლავ დოლარში ხდება - ტრანზაქციების 69% სწორედ დოლარზე მოდის. მაგალითად myhome-ზე განთავსებული ბინების 90%-ის ფასი დოლარშია მოცემული.

რაც შეეხება ფასებს - ოქტომბრის მონაცემებით კვადრატულის გასაყიდი ფასი 750 დოლარიდან 1800 დოლარამდე მერყეობს.