თბილისი (GBC) - TBC Uzbekistan 2025 წლის საოპერაციო შემოსავლის 64%-იან ზრდასა და წმინდა მოგების - 581 მლრდ სუმის (დაახლოებით $47.46 მლნ) შესახებ აცხადებს.
TBC Uzbekistan-მა, რომელიც აერთიანებს ციფრულ ბანკს TBC Bank, გადახდის სერვის payme-ს, განვადების სერვის TBC Nasiya-ს, ციფრულ სადაზღვევო კომპანიას TBC Sugʻurta-ს და SaaS პლატფორმა BILLZ-ს, მნიშვნელოვნად გაზარდა საოპერაციო შემოსავლები და მომხმარებელთა რიცხვი, რაშიც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის TBC Biznes მიმართულების გააქტიურებას.
საოპერაციო შემოსავალი წლის განმავლობაში გაიზარდა 64%-ით და მიაღწია 3.17 ტრილიონ სუმს (დაახლოებით $257.31 მლნ), ხოლო წმინდა მოგებამ შეადგინა 581 მლრდ სუმი (დაახლოებით $47.46 მლნ).
სესხების პორტფელი გაიზარდა 41%-ით და შეადგინა 11.4 ტრილიონი სუმი (დაახლოებით $931.15 მლნ), ხოლო დეპოზიტების მოცულობა გაიზარდა 38%-ით და იყო 6.68 ტრილიონი სუმი (დაახლოებით $545.27 მლნ).
ეკოსისტემის გავლით შესრულებული გადახდები საანგარიშო პერიოდში 61%-ით გაიზარდა და 114.45 ტრილიონი სუმი შეადგინა (დაახლოებით $9.35 მლრდ). TBC Bank-ისა და payme-ს წილი ქვეყნის მასშტაბით შესრულებულ ტრნაზაქციებში 20%-ს შეადგენდა.
2025-ის ბოლოს, TBC-ის უზბეკეთში რეგისტრირებული მომხმარებლების რაოდენობა გახდა 23 მილიონი, ხოლო თვეში აქტიური აუდიტორია 6 მილიონი იყო.
TBC Bank-ს 2025 წლის ბოლოსთვის გამოშვებული ჰქონდა 950 ათასი დებეტური ბარათი TBC Salom და 146 ათასი საკრედიტო ბარათი TBC Osmon, ხოლო 2026 წლის თებერვლამდე დებეტური ბარათების რაოდენობამ გადააჭარბა 1 მილიონს.
TBC Sugʻurta-ს (TBC დაზღვევა) საშუალებით გაფორმდა 400 000+ სადაზღვევო პოლისი, ხოლო TBC Nasiya-ს სერვისი გააჩნია 140 000 თვეში აქტიურ მომხმარებელს.
POS სესხების პორტფელი გაიზარდა 47%-ით და შეადგინა 1.29 ტრილიონი სუმი (დაახლოებით $105.35 მლნ). payme plus და TBC Plus-ის მომსახურებით კი 708 000 მომხმარებელი სარგებლობს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ TBC Biznes მიმართულების განვითარება წარმოადგენს ეკოსისტემის ძირითად პრიორიტეტს.
2025 წლის დეკემბერში ბიზნეს-კლიენტების რაოდენობა იყო 55 000, ხოლო ბიზნეს-სესხების პორტფელი 1.83 ტრილიონი სუმი (დაახლოებით $149.47 მლნ). BILLZ პლატფორმის ინტეგრაციამ ხელი შეუწყო საწარმოების შესაძლებლობას ავტომატიზაციის მენეჯმენტში, პროდუქციის მარაგებში, გადახდების მიღებაში, ანალიზსა და ფინანსირების მოზიდვაში. პლატფორმაზე რეგისტრირებულია 3.5 ათასი ბრენდი და 5.5 ათასი მაღაზია, წლის ბრუნვამ შეადგინა 17.5 ტრილიონი სუმი (დაახლოებით $1.43 მლრდ).
2026 წლის თებერვლის მდგომარეობით კი, ჩართულია მობილური აპლიკაცია და ბიზნესის გამოწერის სერვისიც.
TBC-ს უზბეკეთში ხელოვნური ინტელექტი საკმაოდ კარგად აქვს ინტეგრირებული, მათ შორის, 2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, AI აგენტები აწარმოებდნენ პრობლემური კრედიტების ადრეულ დაგვიანებაზე ზარების 90%-ს, ხოლო გაყიდვების AI ბოტი თვეში 100 000 ინტერაქციულ ზარს ახორციელებდა.
TBC Bank-ის აპლიკაციაში დაინერგა გაყიდვების ხმოვანი ბოტი და AI ასისტენტი ლოლა Friends & Family რეჟიმში. ტექნოლოგიური პლატფორმა გაუმჯობესდა DORA-ს კლასიფიკაციით “elite” დონეზე, დანერგილია ერთიანი CRM სისტემა, განახლდა payme-სა და TBC Bank-ის აპლიკაციების დიზაინი.
უზბეკეთში, TBC-ის კლიენტის კმაყოფილების ინდექსი CSI არის 4.8.
„2025 წელი იყო TBC Uzbekistan-ისთვის კიდევ ერთი განსაკუთრებული შედეგების წელი. ჩვენ ვაჩვენეთ ზრდა ყველა ძირითადი მიმართულებით და გავაგრძელებთ ლიდერობის გაძლიერებას საცალო სექტორში. მნიშვნელოვანი მიღწევები გვაქვს TBC Biznes-ის განვითარებაში, ბიზნეს-სესხების პორტფელი იზრდება და ეკოსისტემის ორი მიმართულების მოდელი აძლიერებს სინერგიას მომხმარებლებსა და მომწოდებლებს შორის. 2026 წელს გავაგრძელებთ AI-ის გამოყენების მასშტაბირებას და კლიენტთა სერვისის განვითარებას, რაც დაეხმარება ეკოსისტემას ახალ დონეზე აყვანაში”, - აცხადებს TBC Uzbekistan-ის CEO ნიკა კურდიანი.
*თანხები დაანგარიშებულია დღევანდელი უზბეკეთის სუმის ოფიციალური გაცვლითი კურსით დოლართან: 1 UZS = $0.00008168.