თბილისი (GBC) – ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2025 წლის II კვარტალში საქართველომ მოგზაურობიდან $1,145 მლრდ–ის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 5%-ით მეტია. ხოლო ჯამურად, მიმდინარე წლის პირველ ორ კვარტალში აღნიშნულმა მაჩვენებელმა $1,97 მლრდ შეადგინა (წლიური ზრდა 3.8%).
2025 წლის II კვარტალში საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულ შემოსავალში ევროკავშირის ქვეყნების წილი 15.2%-ით განისაზღვრა და $173.9 მლნ–ს გაუტოლდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 26%-ით მეტია.
სტატისტიკის მიხედვით, მაღალი ზრდის ტემპით გამოირჩევა აზერბაიჯანიდან, საუდის არაბეთიდან და ისრაელიდან მიღებული შემოსავლები, შესაბამისი 42.3%, 20.9%, 16.4%-იანი წლიური ზრდის ტემპებით.
კლების ტენდენციით ხასიათდება რუსეთიდან შემოსავლები - 2025 წლის II კვარტალში რუსეთიდან საქართველოში მოგზაურობით მიღებული შემოსავლები 20.5%-ით შემცირდა.
საქართველოს შემოსავლები ტურიზმიდან ქვეყნების ჭრილში 2025 წლის მეორე კვარტალში შემდეგნაირად ნაწილდება: