თბილისი  (GBC) - სავალუტო დაკრედიტება როგორც იქნა მოითოკა. ივნისის მდგომარეობით (01.06.2025), წლიური ზრდის ტემპი 8.3%-მდეა შემცირებული. 

აღნიშნული მაჩვენებელი წლის დასაწყისში 11.9%-ს აღწევდა.  დოლარიზაცია ქვეყნის მთავარ რისკად რჩება.  1 აგვისტოდან სავალუტო დაკრედიტების 750 000 ზღვარი ამოქმედდება და მოლოდინია, რომ სექტორი უარყოფით კოეფიციენტზე გავა.

დოლარიზაციიდან მომდინარე საფრთხეებზე, სებ-ის  ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, დავით უტიაშვილი. ზღვრის აწევის ყოველ რაუნდზე აღნიშნავდა.

პიკი იყო, შარშან საარჩევნოდ, როცა სებ-მა  უცხოურ ვალუტაში მოზიდულ სახსრებზე სარეზერვო ნორმაც გაამკაცრა. წინასაარჩევნო მღელვარებაში  კომპანიებმა და ფიზიკურმა პირებმა მიმდინარე ანგარიშების ნაწილი ლარიდან უცხოურ ვალუტაში გადაიტანა, კურსის შესაძლო გაუფასურების მოლოდინში. ‘

ამან მიმდინარე ანგარიშებზე უცხოური ვალუტის მეტი ლიკვიდობა დაგროვდა  და გაჩნდა საფრთხე, რომ სექტორი ცდუნებას ვერ გაუძლებდა და სავალუტო სესხებისკენ მიმართავდა. ამით კი დოლარიზაციაც გაიზრდებოდა.

სებ-ის ივნისის ანალიტიკური ცხრილებით, რომელიც ანალიზს 2 თვით აგვიანებს და შესაბამისად მხოლოდ  წლის 4 თვეს წარმოადგენს, სავალუტო სესხების წლიური ზრდა თითქმის განახევრებულია, +8.8%Y.Y -მდე (4m/2024 - 16.4%Y.Y).

სებ-ის კრიტერიუმებში ჯერ კიდევ ვერ ჯდება ბიზნესესხების კოეფიციენტი. დოლარიზაცია  60.26%-ია. მაისში შემცირებულია  0.01პ.პ.-ით. წლიურად ცვლილება მხოლოდ 0.9%-ია (01.06.2024 – 61.15%)

ივნისის მდგომარეობით,  ბანკების 37 მილიარდიან ბიზნესპორტფელში 22.4 მლრდ  ლარის ეკვივალენტი სავალუტო სესხები (01.06.2024 – შესაბამისად 33 მლრდ-დან 20 მლრდ-ს ).