თბილისი (GBC) - Lion Finance Group PLC-ის (LFG; ყოფილი Bank of Georgia Group PLC/BOGG) აცხადებს, რომ
მისმა სომხურმა საბანკო შვილობილმა, Ameriabank-მა Asian Development Bank-ისგან (ADB), $100 მლნ-მდე მოცულობის სასესხო პაკეტი მიიღო, რათა გაფართოვდეს ფინანსებზე ხელმისაწვდომობა მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის (MSME), მათ შორის ქალთა მფლობელობაში მყოფი ბიზნესებისთვის და გაძლიერდეს მწვანე ინვესტიციები.
აღნიშნული პროექტი ADB-ის მიერ სომხეთში დღემდე განხორციელებული ყველაზე დიდი კერძო სექტორის ტრანზაქციაა.
ფინანსების 75%-მდე განკუთვნილია MSME-ებისთვის გადაკრედიტებისთვის (on-lending), საიდანაც მინიმუმ 10% სპეციალურად გამოიყოფა ქალთა მფლობელობაში მყოფი ბიზნესებისთვის, ხოლო მინიმუმ 25% მიემართება მწვანე დაფინანსების პროექტებზე, როგორიცაა განახლებადი ენერგია და ენერგოეფექტურობა.
დაფინანსების პაკეტი ასევე მოიცავს $125,000 -მდე ღირებულების ტექნიკურ დახმარებას ADB-ისგან, რათა გაძლიერდეს Ameriabank-ის მდგრადობის ჩარჩო და სისტემები.
ADB-ის სომხეთის დირექტორის, ლიაზიზა საბიროვას განცხადებით, გრძელვადიანი დაფინანსების უზრუნველყოფით, ADB ეხმარება ბიზნესებს ზრდაში, სამუშაო ადგილების შექმნასა და უფრო ინკლუზიური და კლიმატისადმი მდგრადი ეკონომიკის ფორმირებაში.
“როგორც სომხეთის უდიდესი გამსესხებელი, მწვანე და მდგრად ფინანსირებაზე ძლიერი ფოკუსით, ჩვენ ერთგულად ვაგრძელებთ ინკლუზიური ზრდის ხელშეწყობას და ქვეყნის გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერას”, - აცხადებს Ameriabank-ის ფინანსური დირექტორი იოვანეს ტოროიანი.
ტრანზაქციას ჯგუფის ახალი CFO, გიორგი შაგიძეც ეხმაურება - „მოხარულები ვართ, რომ კიდევ უფრო ვაღრმავებთ პარტნიორობას ADB-თან. ეს საკრედიტო ხაზი Ameriabank-ს მისცემს შესაძლებლობას, გააგრძელოს მეწარმეების გაძლიერება მთელი ქვეყნის მასშტაბით. მწვანე პროექტებისა და ქალთა მფლობელობაში მყოფი ბიზნესებისთვის გამოყოფილი დაფინანსება ხაზს უსვამს ჩვენს საერთო ერთგულებას მდგრადი და ინკლუზიური ეკონომიკის შექმნის მიმართ. ასევე მინდა მადლობა გადავუხადო პროცესში ჩართულ გუნდებს თანამშრომლობისა და უწყვეტი მხარდაჭერისთვის“.