თბილისი (GBC) – გალტ & თაგარტის 18–22 მაისის კვირის მიმოხილვის თანახმად, ლონდონის ბირჟაზე დალისტულმა სამივე ქართულმა კომპანიამ პარასკევის ვაჭრობები მინუსში დახურეს. კომპანიებმა უარყოფითი ნიშნული დააფიქსირეს როგორც წინა კვირასთან, ისე წინა თვესთან შედარებით.

კერძოდ, Lion Finance Group-ის (BGEO LN) აქციები დაიხურა 106.40 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -1.85% წინა კვირასთან შედარებით და -5.59% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 331 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 105.00 - 111.80 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 60 ათასი აქცია შეადგინა.

თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 43.84 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -4.24% წინა კვირასთან შედარებით და - 12.41% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 362 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 43.00 - 46.86 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 61 ათასი აქცია შეადგინა.

Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 39.50 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -2.11% წინა კვირასთან შედარებით და -5.62% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 182 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 38.90 - 41.70 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 62 ათასი აქცია შეადგინა.