თბილისი (GBC) - მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, ბაზრის ცვლილებებთან ადაპტაციისა და კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებისთვის, რესურსებსა და ინფორმაციაზე წვდომას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. სწორედ ამ საჭიროებებზე საპასუხოდ პლატფორმა ბიზნეს 360° ვითარდება – ეს საქართველოს ბანკის ერთიანი სივრცეა, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესს კომპლექსურ მხარდაჭერას სთავაზობს.
რა არის ბიზნეს 360°?
ბიზნესკურსები, სექტორული კვლევები, ბიზნეს შეხვედრები და ტრენინგები, ფასდაკლებები და სპეციალური შეთავაზებები - სწორედ ბიზნესისთვის აუცილებელ ყველა ამ რესურსს ერთიან, ინტეგრირებულ ეკოსისტემაში ბიზნეს 360°-ში აერთიანებს.
განათლება და ანალიტიკა
ტრენინგებისა და კონსულტაციების გარეშე მცირე კომპანიებს სწორი სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღება ურთულდებათ. ბიზნეს 360° ამ ბარიერს ბიზნესკურსების მეშვეობით პასუხობს. ციფრული არხი 60-ზე მეტ უფასო ონლაინ კურსს აერთიანებს - დაწყებული ფინანსების მართვითა და დაფინანსების მოპოვებით, დასრულებული ციფრული კომუნიკაციებითა და ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებით. კურსები, რომლებსაც ქართველი პროფესიონალები უძღვებიან, ადგილობრივ კონტექსტზეა მორგებული და პრაქტიკულ რეკომენდაციებს აერთიანებს.
განათლების მიმართულება აქ არ სრულდება - საქართველოს ბანკი პლატფორმის დახმარებით მეწარმეებს სექტორულ კვლევებსა და ანგარიშებსაც უზიარებს. ამ მონაცემების საშუალებით, ბიზნესს შეუძლია, უკეთ გაიგოს ეკონომიკური ტენდენციები, შეაფასოს ბაზრის მდგომარეობა და მიიღოს ფაქტებზე დაფუძნებული, გააზრებული გადაწყვეტილებები.
მხარდაჭერა და სპეციალური პროგრამები
„ბიზნეს 360°“-ის კიდევ ერთი უპირატესობა მისი ინკლუზიურობაა. პლატფორმაზე ხელმისაწვდომია ინფორმაცია მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამაზე. ეს ინიციატივა ქალებს იდეიდან ბიზნესის განხორციელებამდე სრულფასოვან მხარდაჭერას, ინტენსიურ ვორკშოპებს, მენტორების დახმარებასა და გრანტის მოპოვების შესაძლებლობას სთავაზობს. ამგვარი მიდგომით, ბანკი თანაბარ შესაძლებლობებს ქმნის როგორც რეგიონებში, ისე ბიზნესის სხვადასხვა სეგმენტში.
შეთავაზებები
პლატფორმა პრაქტიკულია შეთავაზებების ერთიანი სივრცითაც. საქართველოს ბანკის პარტნიორების ფასდაკლებები და სპეციალური პირობები სასტუმროებისთვის, რესტორნებისთვის, აგრო ბიზნესისთვის, ვაჭრობისა თუ ინდ. მეწარმეებისთვის, მნიშვნელოვნად ამცირებს ოპერაციულ ხარჯებს და კომპანიებს მეტი წარმატების მიღწევაში ეხმარება.
ღონისძიებები და ნეთვორქინგი
პლატფორმაზე ხელმისაწვდომია ინფორმაცია რეგულარულ საგანმანათლებლო ღონისძიებების სერიებზეც, რომლებიც მეწარმეებს შესაძლებლობას აძლევს, არა მხოლოდ ისწავლონ, არამედ საკუთარი საჭიროებები დარგის ექსპერტებთან და თანამოაზრეებთან გააზიარონ. რეგულარული ვორკშოპები და მასშტაბური შეხვედრები კი საბოლოოდ თანამშრომლობის ქსელს ქმნის, რაც ხშირად მცირე ბიზნესის ზრდისთვის გადამწყვეტია.
ამგვარად, ბიზნეს 360°-ის დახმარებით, ბანკი უზრუნველყოფს, რომ ბიზნესები იყვნენ უფრო კომპეტენტურები, შეძლონ სწრაფი ზრდა და მეტ წარმატებას მიაღწიონ.
აღმოაჩინეთ მრავალფეროვანი შესაძლებლობები პლატფორმაზე business.360