თბილისი (GBC) - სებ-ში ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით ინიცირებულ პროექტებზე ინფორმაცია ეკატერინე მიქაბაძემ სსფ-ს და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრის მონაწილეებს გაუზიარა. 

“ხელოვნური ინტელექტისა და ინოვაციების გამოყენებამ, რომელსაც მხარს უჭერს სტრატეგიული პოლიტიკა, შეუძლია მნიშვნელოვნად გაზარდოს პროდუქტიულობა და შექმნას ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის შესაძლებლობები", - განაცხადა ეკატერინე მიქაბაძე, წლიური შეხვედრის პანელზე: "ზრდის შესაძლებლობები ინოვაციებისა და ხელოვნური ინტელექტის (AI) მეშვეობით"

სსფ-ის და მსოფლიო ბანკის ნიდერლანდების, ბელგიის და ლუქსემბურგის ჯგუფში შემავალი ქვეყნების ცენტრალური ბანკების მმართველებს და ფინანსთა მინისტრების ყოველწლიურ შეხვედრას მოლდოვამ უმასპინძლა

ეკატერინე მიქაბაძის თქმით, რუტინული ამოცანების ავტომატიზაციით, AI ზრდის ინოვაციებს სხვადასხვა ინდუსტრიაში. ინკლუზიური ზრდის სტრატეგიები იმიტომაა საჭირო, რომ  AI-ისგან მიღებული სარგებელი გახდეს საყოველთაო.

მისივე  თქმით, აღნიშნულ პროცესს ახლავს გამოწვევები, რომელთან გამკლავება მონაცემთა კონფიდენციალურობის და უსაფრთხოების გამართულ სისტემებს საჭიროებს.

პერსონალური მონაცემების დამუშავება AI-სგან კონფიდენციალურობის სტანდარტების მკაცრ დაცვას მოითხოვს.

მასთან გასათვალისწინებელია, საოპერაციო რისკების ახალი ტიპები, რომლებიც  რეგულატორისგან რისკის მართვის ახალ მკაფიო ჩარჩოებს აწესებს.

.