თბილისი (GBC) – საქსტატის წინასწარი შეფასებით, სექტემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 6.4 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება წლის პირველი ცხრა თვის საშუალო მაჩვენებელს, საქსტატის ცნობით, ეკონომიკის ზრდა 7.7%–ით განისაზღვრა.

სექტემბერში ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ეკონომიკის შემდეგმა დარგებმა: დამამუშავებელი მრეწველობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, ინფორმაცია და კომუნიკაცია, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები.

საქსტატის ცნობით, კლების ტენდენცია დაფიქსირდა მშენებლობის და ენერგეტიკის სექტორებში.