თბილისი (GBC) - Georgia Capital-მა (GCAP) 9M25-ში თავისი პორტფელური კომპანიებიდან დივიდენდების სახით ₾167.8 მლნ მიიღო, რაც 12.5%-ით შემცირებული მაჩვენებელია (y.y). 

კერძოდ:

· 

 

₾119.8 მლნ მიღებულია Lion Finance Group-ისგან (LFG, ყოფილი Bank of Georgia Group PLC), საიდანაც ₾32.9 მლნ უკავშირდება Lion Finance Group-ის აქციების გამოსყიდვის პროგრამაში (buyback) მონაწილეობას.

· ₾19.9 მლნ მიღებულია საცალო (ფარმაციის) ბიზნესიდან (GPC და ფარმადეპო).

· ₾15.6 მლნ მიღებულია სადაზღვევო ბიზნესიდან (ალდაგი, იმედი L, არდი), საიდანაც:

₾11.1 მლნ – არასაცხოვრებელი (P&C) დაზღვევიდან

₾4.5 მლნ – სამედიცინო დაზღვევიდან

· ₾12.5 მლნ მიღებულია ჯგუფის მზარდი და სხვა ბიზნესებიდან, საიდანაც:

₾10 მლნ – განახლებადი ენერგეტიკის ბიზნესიდანაა (მ.შ ქართლის ქარის სადგური)

₾2.4 მლნ – ავტოსერვისის ბიზნესიდან (ამბოლი).

დივიდენდების განაწილების შემდგომ, GCAP-ის ჯამური პორტფელის ღირებულებამ 9M25-ში ₾879.3 მლნ შეადგინა (+23.4%, y.y).

უშუალოდ 3Q25-ში GCAP-მა ₾110.1 მლნ-ის დივიდენდი მიიღო, რაც 22.2%-ით შემცირებული მაჩვენებელია (y.y)