თბილისი (GBC) - ბოლო კვირის ტრენდით, აშშ ევროპას უგებს.
ევროზონა მინუსშია, ამერიკული ინდექსები ზრდას აჩვენებს. ბაზარი დაბნეულია ტრამპის ხისტი პოლიტიკით. პროგნოზები 2-პოლუსიანია. ფინანსიტების ნაწილი აშშ-ჩინეთის სავაჭრო ფორმატის ცვლილებით, მსოფლიო ეკონომიკისთვის დიდი გამოწვევის მოლოდინშია, ნაწილი სიტუაციის ესკალაციას არ ელის.
დაძაბული კვირის შემდეგ აშშ-ის აქციები გაიზარდა. მდგომარეობა განეიტრალდა შუა კვირაში, როდესაც პრეზიდენტმა ტრამპმა ტარიფების უმეტესობაზე (ჩინეთის გარდა) 90-დღიანი მორატორიუმი გამოაცხადა.
G&T-ის მიმოხილვით, Nasdaq ოთხშაბათს 12%-ზე ავარდა. გასულ კვირას S&P 500 გაიზარდა 5,7%-ით, Russell 2000-მა 1,8% აკრიფა.
ფედ-მა ფრთხილი მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნებაზე განაცხადა, ინფლაციისა და სავაჭრო პოლიტიკის რისკების გათვალისწინებით. მარტში ძირითადი ფასები მხოლოდ 0.1%-ით გაიზარდა, მაგრამ მომხმარებელთა განწყობა გაუარესდა ინფლაციის ზრდის შიშით,.
სახაზინო ობლიგაციების, განსაკუთრებით გრძელვადიანის შემოსავლიანობა გაიზარდა. ზრდა ჯერ კიდევ შუა კვირაში აღინიშნა, თუმცა ბაზრის განწყობები ბრუნვაზე აისახა.
საანგარიშო კვირას ევროპული აქციები დაეცა. STOXX 600-მა 1.9% დაკარგა. მიმართულება მხოლოდ, ტარიფების დაპაუზებაზე ტრამპის განცხადების შემდეგ შემოტრიალდა. გერმანიის DAX და საფრანგეთის CAC-ის დაეცა. ასევე იტალიის FTSE MIB, 1.8%-ით. ბრიტანეთის FTSE 100 -მა 1.1% დაკარგა. ევროპის და ბრიტანეთის ცენტრალურმა ბანკებმა მონიტორინგი გააძლიერეს.
გერმანიამ და იტალიამ, ორივემ, სამრეწველო წარმოების შემცირებაზე განაცხადა. იტალიის მთავრობამ პროგნოზი 0,6%-მდე შეამცირა.