თბილისი (GBC) - მიკრობანკი „კრისტალის“  სახით ასოციაციას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წევრი შეემატა. კრისტალი ჩაერთვება ასოციაციის მიერ ორგანიზებულ თემატურ კომიტეტებში და ასევე სექტორულ საკანონმდებლო განხილვებში და საერთო სექტორულ კამპანიებში.

„კრისტალი“ ასოციაციაში გაწევრიანებული პირველი მიკრობანკია", - აღნიშნა ასოციაციის პრეზიდენტმა ალეკო ძნელაძემ.  ბანკების ლობი 14 წევრს აერთიანებს, მ.შ. ციფრულ პეისერა ბანკს. მიკროსაბანკო ბაზარს კი ჯერ მხოლოდ 2 სუბიექტი წარმოადგენს. მე-2, რომელმაც კრისტალს მიკრობანკის ლიცენზიის აღება დაასწრო, MBC-ია. და სავარაუდოდის გახდება BAG -ის წევრი  მე-2 მიკრობანკი კროანებს 

 "ასოციაციის და მთელი სექტორის სახელით მივესალმებით კრისტალს, როგორც უნიკალური გამოცდილების მქონე ორგანიზაციას. კრისტალი ასოციაციას ისეთი გამოცდილებით გაამდიდრებს, როგორიცაა მიკრო და მცირე მეწარმეების დაკრედიტებისა და მათი ეკონომიკური ჩართულობის ხელშეწყობა, რეგიონებთან მუშაობის გამოცდილება და მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა. ამავდროულად, სექტორის გამოცდილების გაზიარებით, ასოციაციისგან მნიშვნელოვან მხარდაჭერას მიიღებს საბანკო პროცესების, პრაქტიკების და სისტემების იმპლემენტაციის პროცესში”, - აღნიშნა საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ძნელაძემ.