თბილისი (GBC) - ბანკებისთვის მაქსიმალური საჯარიმო განაკვეთის გაათმაგების მიზანშეწონილობაზე მოსაზრებას და რეკომენდაციებს, სექტორის ლობი 27 ნოემბრამდე წარადგენს.

საბანკო ასოციაცია 3 ნიხრიანი შკალის 5-მდე გაზრდაზე სებ-ის არგუმენტებს შეისწავლის - ახალი განაკვეთები 0.5% და 1% რამდენად პროპორციულია აქტივებთან, კაპიტალთან, საფრთხეებთან, გამოწვევებთან, მოლოდინებთან ...

სებ-მა დაჯარიმების წესში ცვლილების პროექტი, რომლითაც 0.01%; 0.05%; 0.1% საჯარიმო განაკვეთებს 0.5% და 1% ემატება, წინა კვირას გამოიტანა სამსჯელოდ და მომავალ კვირას დაასრულებს.

მარეგულირებელი საბანკო სექტორის აქტივების 10,8-ჯერ ზრდის 15 წლიან ტრენდს იხმობს (04/2009 – 8.3 მლრდ; 09/2024 – 90 მლრდ).

თუმცა საყურადღებოა, რომ შუალედში ზღვარი გაიზარდა, 2018 წელს, როცა პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ჩარჩო ამოქმედდა და მთელი რიგი რეგულაციები, მ.შ. სავალუტო დაკრედიტებაზე 200 000 ლარიანი ზღვარი, რომელიც უკვე 400 000-მდეა აწეული.

ფინანსისტების შეფასებით, 2018-2024  ინტერვალში, სანქციის განაკვეთის 10-ჯერ გაზრდა მხოლოდ აქტივების ზრდის ტრენდს არ უნდა მიჰყვეს. კიდევ ბევრი გარემოებაა გასათვალისწინებელი, მ.შ. ფინანსურ მაჩვენებლებში ბანკების საკუთარი სახსრები და გაძვირებული რესურსი.

ამასთან, ბოლო ცვლილებიდან, როცა მაქსიმალურმა ზღვარმა 0.1%-მდე აიწია, ჯერ მხოლოდ 6 წელია გასული და არა 15. აქტივებიც 2028 წელთან შედარებით (04/2018 – ₾34.3 მლრდ) 2.6-ჯერ არის გაზრდილი, და არა 10-ჯერ. 09/2024-ის მდგომარეობით საბანკო სექტორის სააქციო კაპიტალი 13.3 მლრდ ლარია.

მოქმედი წესით, რომელიც 2018 წლის აპრილში განახლდა, მოთხოვნების (შეზღუდვა, ლიმიტი, აკრძალვა...) შეუსრულებლობისთვის ბანკი ჯარიმდება საზედამხედველო კაპიტალის (დარღვევისას რამდენიც აქვს)  0.01%, 0.05%, 0.1% -ით, არანაკლებ ₾20 000-ისა, აერაუმეტესი, ზღვარგადასულია. 

ამასთან განახლებულ წესში არის ფიქსირებული ჯარიმებიც, რომელიც წინასთან 2009 წელთან შედარებით  მომატებულია. მ.შ. 5 000 ლარია ანგარიშგების წესების დარღვევისთვის, 10 000 ლარი  (თითოეულ შემთხვევაზე) ბანკის ადმინისტრატორებთან დაკავშირებული დოკუმენტების წარუდგენლობაზე. ₾20 000 განმეორებადზე და ₾50 000 მრავალჯერადზე.

 (იხ: მე-10 8​1 გ.ვ) 8​2 პუნქტებ) წყარო: BRG

კომერციული ბანკების და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმების განსაზღვრის წესში შესატანი ცვლილების პროექტით, მაქსიმალური 1%-იანი ზღვარი არ არის ჭერი. მოქმედი წესითაც, მაქსიმალური 0.1%-ის გადამხდელი ბანკს,ს, მოერე და ყოველ ჯერზე მოუწევს გადახდა თუ ისევ  დაარღვევს.

 მეტი შთამბეჭდაობისთვის, ახალი საპროექტი ტარიფებით  ყველაზე მსხვილკაპიტალიან TBC ბანკს 65 მილიონის გადახდა მოუწევს თუ 1%-იანი სანქცია დაეკისრება და ყველაზე წვრილს - სილქ ბანკს ნახევარი მილიონის.

ცვლილებების პროექტით ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციაზე აღნიშნულია განმარტებით ბარათში და მოხმობილია დოკუმენტი ევროკავშირის რელევანტური სამართლებრივი მოწესრიგების ფარგლებში, კერძოდ, საკრედიტო ინსტიტუტების საქმიანობისა და პრუდენციული რეგულირების შესახებ 2013 წლის 26 ივნისის  2013/36/EU დირექტივა (CRD).

მანამდე ასევე გაცხადებული იყო ჰარმონიზაცია გამჭვირვალობის ნაწილში. ზედამხედველი ფიქრობს სამომავლოდ დაჯარიმებაზე  ინფორმაცოა სრულად გაასაჯაროოს, ისევე როგორც უკვე გასაჯაროებულია AML დარღვევებზე.