თბილისი (GBC) - საბანკო სექტორმა 2024-ის 5 თვე 1.2 მლრდ ლარის წმინდა მოგებით დაასრულა. მაისში სისტემამ 24%-იანი ზრდა აჩვენა. აპრილის მოგება ₾225 მლნ-მდეა, მაისის კი 279 მილიონს აღემატება.

ბაზარზე ოპერირებად 17 ბანკიდან (ახლად ლიცენზირებული ციფრული ბანკების: პეისერა, ჰეშ და პეივ ბანკის ჩათვლით) 12 მომგებიანი ბანკის ჯამური მაჩვენებელი 1.220 მლრდ ლარამდეა, რომლის 96% TOP-6 ბანკის წილად მოდის.

5,65 მლნ ლარის კრებსითი  მაჩვენებლიდან, რომელიც ზარალიან 5 ბანკზე ნაწილდება, 509 000 ლარი, სანქცირებული ვითიბი ბანკის 5 თვის წმინდა ზარალია. ₾ 2.75 მლნ. სილქ ბანკის  და  დანარჩენი, ციფრული ბანკების. ციფრული საბანკო სექტორი ჯერ სატესტო რეჟიმში ოპერირებს, არასრული საოპერაციო საქმიანობით.

TOP-6 ბანკი წმინდა მოგებით  

 

01.06.2024

    2023

საქართველოს ბანკი

619 823

1 300 914

თიბისი ბანკი

447 367

1 079 890

ლიბერთი ბანკი

43 027

81 162

ბაზისბანკი

31 657

71 959

პროკრედიტ ბანკი

15 330

43 748

კრედო

15 212

39 185

   000 ₾     000 ₾  

ბანკები >15 მლნ ლარის მოგებით ~

წყარო: ბიზნესპარტნიორი