თბილისი (GBC) - საბანკო სექტორის აქტივები, მთლიან შიდა პროდუქტთან (მშპ) გაიზარდა.
განახლებული (31.10.2024) სებ-ის სტატისტიკით, კოეფიციენტი 104.4%-ია. წინა თვეებთან შედარებით მომატებულია დეპოზიტების კოეფიციენტიც. ანაბრების შეფარდება მშპ-სთან 66.3%-ია, სესხების - 68.4%-მდე.
წლის დასაწყისიდან ზრდაა, როგორც დეპოზიტების, ასევე სესხების (01.01.2024 - 63%; 65.6%), რაც ეკონომიკის პროდუქტიულობის გაზრდით არის განპირობებული. ბაზარზე ასევე გაზრდილია კონკურენცია.
აქტივები/ მშპ-სთან კი თითქმის 5%-ული პუნქტით არის გაზრდილი.
მშპ-სთან მონეტარული აგრეგატების შეფარდების მაჩვენებელი ყველაზე მაღალი იყო პოსტმანდემიურ, 2021-ის გაზაფხულზე, როცა საბანკო სექტორის აქტივები მშპ-სთან 116.6% იყო. მაშინ, 04/2021-სთვის დეპოზიტების კოეფიციენტი 73%-მდე იყო, სესხების კოეფიციენტი 78%-მდე იყო.
სექტორის Q3/2024-ის ანგარიშით, 1 ოქტომბრისთვის, ბანკების აქტივები 90.6 მლრდ ლარს, მთლიანი სესხები ₾60.5 მლრდ-ს ლარამდეა, დეპოზიტები კი ₾52.3 მილიარდია.
სების კოეფიციენტის განსაზღვრისას ბოლო 4 კვარტლის მშპ-ს მონაცემით ხელმძღვანელობს.
პროცენტულად მშპ-სთან (%)
|
დეპოზიტები |
აქტივები |
სესხები |
01-10-2024 |
66,3 |
104.4 |
68.4 |
01-10-2023 |
62,7 |
95.1 |
62,5 |
01-10-2022 |
60,6 |
98.2 |
61,9 |
01-10-2021 |
62,4 |
101,9 |
71.4 |
01-10-2020 |
56,8 |
110,5 |
74,0 |
წყარო: სებ-ი & BRG