თბილისი (GBC) - უცხოურ ნომრებზე SMS შეტყობინების მიწოდების პირობები იცვლება.

თიბისი მომხმარებელს ატყობინებს, რომ ტრანზაქციული (საბარათე / არასაბარათე ოპერაციების ამსახველი* ) და საინფორმაციო შეტყობინებები აღარ გაიგზავნება ტელეფონის უცხოურ ნომრებზე (ნომრებზე, რომლებიც არ არის გაცემული საქართველოს სატელეკომუნიკაციო მობილური ოპერატორების მიერ).

შეზღუდვა არ ეხება შეტყობინებებს, პროდუქტებზე.*

ცვლილება ეხება ყველა რეზიდენტ და არარეზიდენტ კლიენტს, რომელსაც ბანკში საკომუნიკაციოდ ტელეფონის უცხოური ნომერი აქვს მითითებული. 

როგორც იცით, ინფორმირება შესაძლებელია სხვა არხებითაც. მ.შ. ინტერნეტ და მობაილ ბანკით.


თუმცა, ამის მიუხედავად, თუ მომხმარებლისთვის SMS ბანკი მაინც პრიორიტეტია. საკომინიკაციოდ მითითებული უცხოური ნომერი  ადგილობრივი მობილური ქსელის ნომრით უნდა შეცვალოს. 

*ინფორმაცია ნაღდი ფულის შეტანასა და გატანაზე; *ინფორმაცია ანგარიშზე ფულადი სახსრების ჩარიცხვის/გადარიცხვის შესახებ; *ინფორმაცია ბანკომატებსა და მაღაზიებში ბარათის შესრულებული ოპერაციების შესახებ (მსგავსი ტიპის შეტყობინებების მიღება ასევე შესაძლებელია მობაილბანკში, ფუშ შეტყობინების სახით. ფუშ შეტყობინება იგზავნება მობაილბანკში, მობილური მოწყობილობის მიხედვით და მისი ნახვა მხოლოდ ერთჯერადადაა შესაძლებელი)

*ინფორმაცია დეპოზიტებთან დაკავშირებით (მაგ. ვადის გასვლის შემახსენებელი შეტყობინება); *სესხსა და საკრედიტო ბარათზე (მაგ. სესხის დაფარვის შეხსენება); *ავტომატურ გადარიცხვებზე; *ლომბარდზე მოსალოდნელი დავალიანების შესახებ sms ; *ლომბარდზე დავალიანების დაფარვის შესახებ SMS;  *საცალო ლომბარდზე ვადაგადაცილების შესახებ SMS შეტყობინების გაგზავნა.