თბილისი (GBC) - საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდოს (BARTA) კონკურსში განაცხადების მიღება 30 ნოემბერს დასრულდება.

კონკურსს, 6-წლიანი ისტორიით, წელს სებ-ი, დაზღვევის; ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურები; ბუღალტრული რეფორმის ბენეფიციართა ფონდი, მსოფლიო ბანკისა და ბიზნესასოციაციის მხარდაჭერით აცხადებს.

წელსაც BARTA-ს კონკურსი ღიაა პირველი კატეგორიის კომპანიებისა და ჯგუფებისთვის, ასევე ყველა კომპანიისთვის, რომელიც საზოგადოებრივი დაინტერესების პირია.

10 საპრიზო კატეგორიაში გამარჯვებულები, 2026 წლის თებერვალში, დაჯილდოების ცერემონიაზე, საზეიმოდ გამოვლინდებიან. მ.შ.  „საუკეთესო დებიუტანტ კომპანია“. ეს ნომინაცია აჯილდოებს დამწყებ კომპანიას, რომელიც პირველსავე წელს ანგარიშების მაღალ სტანდარტს აჩვენებს.

BARTA 2019 წელს ევროკავშირის და მსოფლიო ბანკის ფინანსური ჩართულობისა და ანგარიშვალდებულების ერთობლივი პროექტის ფარგლებში დაარსდა.

მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა კორპორაციული ანგარიშგების რეფორმის ინიციატივა წამოაყენა.

BARTA-2025 მხარდაჭერილია მსოფლიო ბანკის ბუღალტრული აღრიცხვის, აუდიტისა და მდგრადობის ანგარიშგების (EAASURE) რეგიონალური პროგრამის მიერ, რომელსაც ფინანსური და მდგრადობის ანგარიშგების რეფორმების ცენტრი (CFRR) ახორციელებს.