სარკინიგზო გადაზიდვები 1,4%–ით შემცირდა
3Q25-ში საერთაშორისო
გადაზიდვის რეჟიმში
რკინიგზით გადატანილი
ტვირთის ჯამური მოცულობის
77.3% მოდიოდა ქვეყანაში
შემოტანილ ტვირთზე, 22.7% კი —
ქვეყნიდან გატანილზე.3Q25-ში
რკინიგზით შემოტანილი
ტვირთის მთლიანი
მოცულობის 32%-ს გამომგზავნ
ქვეყანას აზერბაიჯანი
წარმოადგენდა, 29.1%-ს
გამომგზავნს — რუსეთის
ფედერაცია, თითოეული
დანარჩენი გამომგზავნი
ქვეყნების წილი კი 10-10%-ზე
ნაკლები იყო (ჯამურად
38.9%).3Q25-ში რკინიგზით
გატანილი ტვირთის მთლიანი
მოცულობის 22.1%-ს
დანიშნულების ქვეყანას
სომხეთი წარმოადგენდა, 11.6
პროცენტისას — ყაზახეთი, 6.3
პროცენტისას — რუსეთის
ფედერაცია, ტვირთის
მიმღები თითოეული
დანარჩენი ქვეყნების წილი
კი შედარებით ნაკლები იყო
(ჯამურად 60%).საქსტატის
მონაცემებით, 3Q25-ში
ტრანზიტით გადატანილი
ტვირთის მთლიანი
მოცულობის განაწილება
დანიშნულების ქვეყნის
მიხედვით შემდეგნაირი იყო:
16.2% — ნიდერლანდები, 10% —
თურქეთი, 7.2% — ჩინეთი, 2.9% —
იტალია, 2.4% — უკრაინა, 0.7% —
რუმინეთი, დანარჩენი კი
სხვა ქვეყნებზე
მოდიოდა.ამავე პერიოდში,
ტრანზიტით გადატანილი
ტვირთის 9.2%-ს გამომგზავნ
ქვეყანას ბრაზილია
წარმოადგენდა, 2.6
პროცენტისას — თურქეთი,
ხოლო დანარჩენი სხვა
ქვეყნებზე მოდიოდა.
საანგარიშო პერიოდში,
რკინიგზით გადატანილი
ტვირთის მთლიანი
მოცულობის 37.7% მოდიოდა
კოქსისა და რაფინირებული
ნავთობპროდუქტების
სასაქონლო ჯგუფზე; 20.6% —
ქიმიკატების, ქიმიური
პროდუქტების და ხელოვნური
ბოჭკოების; რეზინის და
პლასტმასის პროდუქტების
სასაქონლო ჯგუფზე, ხოლო 12.6% —
ლითონის მადანსა და სხვა
სამთო და კარიერულ
პროდუქტებზე.3Q25-ში
სასაქონლო ჯგუფების
მიხედვით განაწილება
განსხვავებული იყო
ადგილობრივი გადაზიდვების
შემთხვევაში და 59.8% ლითონის
მადანსა და სხვა სამთო და
კარიერულ პროდუქტებზე
მოდიოდა, 20.2% ეჭირა კოქსსა და
რაფინირებულ
ნავთობპროდუქტებს, ხოლო 9% —
სატრანსპორტო
აღჭურვილობის სასაქონლო
ჯგუფს. რაც შეეხება
საერთაშორისო
გადაზიდვებს, საანგარიშო
პერიოდში რკინიგზის
საშუალებით ძირითადად
შემოტანილია კოქსი და
რაფინირებული
ნავთობპროდუქტები (47.7%), სხვა
არამეტალური მინერალური
პროდუქტები (18.9%), ლითონის
მადანი და სხვა სამთო და
კარიერული პროდუქტები (14.5%),
სოფლის მეურნეობის,
ნადირობისა და
მეტყევეობის პროდუქტები
(3.8%), ქვანახშირი და ლიგნიტი;
ნედლი ნავთობი და
ბუნებრივი აირი (3.5%),
ძირითადი ლითონები (3.2%) და
ქიმიკატები, ქიმიური
პროდუქტები და ხელოვნური
ბოჭკოები (2.9%); ხოლო
გატანილია ქიმიკატები,
ქიმიური პროდუქტები და
ხელოვნური ბოჭკოები (25.3%),
საკვები პროდუქტები,
სასმელები და თამბაქო (24.9%),
ძირითადი ლითონები (16.1%) და
ლითონის მადანი და სხვა
სამთო და კარიერული
პროდუქტები (13.6%).3Q25-ში
ტრანზიტული ტვირთის
მთლიანი მოცულობის 84.9% სამ
სასაქონლო ჯგუფზე მოდიოდა,
კერძოდ: კოქსი და
რაფინირებული
ნავთობპროდუქტები (40.9%),
ქიმიკატები, ქიმიური
პროდუქტები და ხელოვნური
ბოჭკოები (31.1%), საკვები
პროდუქტები, სასმელები და
თამბაქო (12.9%).საქსტატის
მონაცემებით, 3Q25-ში
საქართველოს რკინიგზის
მიერ გადაყვანილია 589.1
ათასი მგზავრი, რაც 12.9%-ით
ნაკლებია გასული წლის
შესაბამისი პერიოდის
მაჩვენებელზე. ამავე
პერიოდში მგზავრთბრუნვის
მოცულობამ 144.9 მილიონი
მგზავრ-კილომეტრი
შეადგინა, რაც 10.9%-ით
ნაკლებია გასული წლის
შესაბამის პერიოდთან
შედარებით.3Q25-ში
ადგილობრივი მიმოსვლის
რეჟიმში გადაყვანილია 573.4
ათასი მგზავრი, რაც
რკინიგზით გადაყვანილი
მგზავრების მთლიანი
რაოდენობის 97.3%-ს შეადგენს
და 13%-ით ჩამორჩება 2024 წლის
შესაბამისი პერიოდის
მაჩვენებელს.ამასთან,
საერთაშორისო მიმოსვლის
რეჟიმში გადაყვანილია 15.6
ათასი მგზავრი, რაც 9.3%-ით
ნაკლებია გასული წლის
შესაბამისი პერიოდის
მაჩვენებელზე.
საერთაშორისო მიმოსვლის
რეჟიმში გადაყვანილი
მგზავრების 78.3% შემოვიდა
სომხეთიდან, ხოლო სომხეთის
მიმართულებით გავიდა 21.7%
(3Q25-ში სხვა მოსაზღვრე
ქვეყნის მიმართულებით
მგზავრთა გადაყვანა არ
განხორციელებულა).
1763539118