თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 3Q25-ში საქართველოში უმუშევრობის დონე, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 0.5 პ.პ.-ით შემცირდა და 13.3% შეადგინა.

3Q25-ში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაქირავებულთა რიცხოვნობა გაიზარდა 0.9 ათასი კაცით (0.1%) და 975.3 ათასს მიაღწია, ხოლო თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა 14.3 ათასით შემცირდა (3.3%) და 418.4 ათასი შეადგინა. ამავე პერიოდში უმუშევართა რაოდენობა შემცირდა 12.1 ათასით (5.4%) და 213.7 ათასი შეადგინა.

3Q25-ში სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (სამუშაო ძალის წილი 15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში) წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.1 პ.პ.-ით შემცირდა და 54.5%-ით განისაზღვრა, ხოლო დასაქმების დონე გაიზარდა 0.2 პ.პ.-ით და 47.3% შეადგინა.

საქსტატის მონაცემებით, სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე შემცირებულია ქალაქის ტიპის დასახლებებში 0.2 პ.პ.-ით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში გაზრდილია 0.1 პ.პ.-ით.

დასაქმების დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში შემცირებულია 0.8 პ.პ.-ით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში გაზრდილია 1.6 პ.პ.-ით და შესაბამისად 47.9%-ს და 46.5%-ს შეადგენს.

3Q25-ში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობაში 0.7 პ.პ.-ით გაიზარდა და 70% შეადგინა.

3Q25-ში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, უმუშევრობის დონე საქალაქო ტიპის დასახლებებში გაზრდილია 1.1 პ.პ.-ით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში შემცირებულია 3.0 პ.პ.-ით. უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით.

საქსტატის მონაცემებით, 3Q25-ში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში შემცირებულია 0.1 პ.პ.-ით, ხოლო კაცებში - 0.9 პ.პ.-ით და შესაბამისად 11.4%-ს და 14.7%-ს შეადგენს. სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებთან შედარებით მაღალია კაცებში.

3Q25-ში აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში 44%-ს, ხოლო კაცებში 66.9%-ს შეადგენდა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებში შემცირებულია 0.9 პ.პ.-ით, ხოლო კაცებში გაზრდილია 0.7 პ.პ.-ით.

3Q25-ში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დასაქმების დონე ქალებში შემცირებულია 0.7 პ.პ.-ით, ხოლო კაცებში გაზრდილია 1.2 პ.პ.-ით.