თბილისი (GBC) - ბაზისბანკმა დეპოზიტებზე სარგებელი გაზარდა. 

პირველი აგვისტოდან ლარის ერთწლიანი ანაბრის (ვადის ბოლოს გატანის პირობით) წლიური სარგებელი 10.62%-ია. საპროცენტო განაკვეთი სავალუტო დეპოზიტსაც გაეზარდა. აშშ დოლარში, 12  თვის ვადით ანაბარი 3.51% -იანი სარგებლით თავსდება. ევროში კი ვადიანი დეპოზიტის წლიური სარგებელი 2%-ია.

ამ დროისთვის, TOP-4 -ში, ბაზისბანკს ლარის ანაბარზე ყველაზე მაღალი სარგებელი აქვს. ბაზისბანკი 4.7%-იანი წილით TOP-4 -ში (ბანკები, რომელთა დეპოზიტების პორტფელი 3.4 მლრდ -ს აღემატება) სისტემურ ბანკებთან ერთად არის წარმოდგენილი.

 

   

                

 
 

 

  $                

BB

10.62%

  3.51%  

 2.0%

TB

10.5%

  1.5%  

 0.4%

LB

10.2%

  3.9% 

 1.5%

BOGG

10.0%

  1.5%              

 0.4%