თბილისი (GBC) - Bank of Georgia Group PLC-ის (BOGG) აქციონერები 19 მაისის წლიურ კრებაზე ნახევარწლიური (2H/2022) დივიდენდების 07/2023-ში გაცემას დაამტკიცებენ. გასაცემელი (1 აქციაზე 5.80 ლარi) 14 ივლისს განაწილდება, გირვანქა სტერლინგში, 26-30 ივნისის ეროვნული ბანკის საშუალო ოფიციალური კურსით.

სულ, 2022 წლის მოგებიდან გაცემული დივიდენდი შეადგენს 7.65 ლარს (აქციების რაოდენობა: 45,428,046 ერთეული). 

Q1/2023 –ის  ანგარიშში ბანკის CEO  არჩილ გაჩეჩილაძე  აქციების გამოსყიდვის და გაუქმების პროგრამაზეც  აღნიშნავს, რაც შარშან ივნისში დაიწყო.

113 მილიონი ლარის პროგრამის დამთავრების შემდეგ, 2023 წლის 16 თებერვალს ჯგუფმა დააანონსა აღნიშნული პროგრამის გაგრძელება, დამატებით 148 მილიონ ლარამდე. 

11.05.2023 -ის მდგომარეობით, უკვე გამოსყიდულია 2,684,436  ცალი აქცია და აქედან  2,501,936 გაუქმებული, რაც აღნიშნული პროგრამის დაწყებამდე ჯგუფის აქციების 5.1%-ს შეადგენს. 

ჯგუფმა მთლიანად, დივიდენდების და აქციების გამოსყიდვისა და გაუქმების პროგრამის ფარგლებში 2022 წლის მოგებიდან 37% გაანაწილა. 

ნახევარწლიური დივიდენდების გაცემა ბანკს 14 აპრილს აქვს დაანონსებული. როგორც იცით, სებ-ის რეგულაციით პანდემიაში შექმნილი ბუფერი BOGG-მ ვადამდე გამოათავისუფლა და უწყვეტად აღდგა ინვესტორებისთვის დივიდენდების  განაწილება.

 

 


 

 

(ბიზნესპარტნიიორი)