თბილისი (GBC) - საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განკარგულებით, პსპ "დი ემ სერვისის" ლიკვიდაციის პროცესი შეწყდა და შპს-დან ლიკვიდატორი ცაციაშვილიც გავიდა.
განკარგულება გაეგზავნა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრს და 14 ნოემბერს სსიპ „საქართველოს
საკანონმდებლო მაცნეშიც“ გამოქვეყნდება.
ამ დროისთვის ლიკვიდაციის რეჟიმში კიდევ 3 PSP (საგადახდო მომსახურების პროვაიდერი) რჩება.