თბილისი (GBC) - ევროპის ცენტრალურმა ბანკმა პოლიტიკა გაამკაცრა, რაც ბაზრისთვის მოულოდნელი არ იყო. საბაზისო განაკვეთმა 0.25%-ით 4,5%-მდე მოიმატა.
საინვესტიციო ბანკირები გლობალური განაკვეთის ცვლილების საქართველოს საკრედიტო ბაზარზე ასახვას არ ელიან. TBC-ის მთავარი ეკონომისტის ოთარ ნადარაიას განცხადებით, სავალუტო სესხები არ გაძვირდება.
ამ დროისთვის აშშ დოლარში იპოთეკის წლიური განაკვეთი 8-9%-ის ფარგლებშია, ბიზნესსესხი კი უფრო ძვირია.
სებ-ის ინფორმაციით, ამის მიუხედავად, სავალუტო დაკრედიტების ზრდის ტემპი მაღალია. თუმცა ბანკების მთლიანი პორტფელის წლიური მატება -14% მდგრად დონეზეა.
სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა "ბიზნესპარტნიორის" ხუთშაბათის ეთერში სავალუტო მსესხებელს ლარში სეხხებისკენ მოუწოდა. შეახსენა მოსალოდნელ საფრთხეებზე და გაახსენა კოვიდის პერიოდი, ევროს ყოველი მე-3 და აშშ დოლარის ყოველი მე-5 სესხი რომ გაპრობლემდა.