ტრამპმა ათობით ქვეყანას 10%-დან 41%-მდე სავაჭრო ტარიფები დაუწესა
ყველა ქვეყნისთვის ახალი
გადასახადები შვიდი დღის
შემდეგ ამოქმედდება, თუმცა
კანადისთვის შეზღუდვები
დაუყოვნებლივ შევა
ძალაში.განკარგულებაში
აღნიშნულია, რომ ტარიფების
მიზანია სავაჭრო
დეფიციტის
შემცირება.ყველაზე მაღალი
ტარიფები დაუწესდა სირიას
– 41%, ლაოსსა და მიანმარს – 40%,
თუმცა ეს ქვეყნები აშშ-ის
იმპორტის ძალიან მცირე
ნაწილს
წარმოადგენენ. ასევე,
კანადისთვის ტარიფები
25%-დან 35%-მდე გაიზარდა.
კანადამ და შეერთებულმა
შტატებმა სავაჭრო
შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.
ტრანზიტული საქონელი
დაიბეგრება 40%-ით.ტარიფების
სრული სია ასე გამოიყურება:
10% – ბრაზილია, ფოლკლენდის
კუნძულები, დიდი ბრიტანეთი
და ყველა სხვა ქვეყანა,
რომელიც არ არის
ჩამოთვლილი; 15% – ავღანეთი,
ანგოლა, ბოლივია, ბოტსვანა,
კამერუნი, ჩადი, კოსტა-რიკა,
კოტ-დ’ივუარი, კონგოს
დემოკრატიული რესპუბლიკა,
ეკვადორი, ეკვატორული
გვინეა, ფიჯი, განა, გაიანა,
ისლანდია, ისრაელი,
იაპონია, იორდანია, ლესოთო,
ლიხტენშტაინი,
მადაგასკარი, მალავი,
მავრიკი, მოზამბიკი,
ნამიბია, ნაურუ, ახალი
ზელანდია, ნიგერია,
ჩრდილოეთ მაკედონია,
ნორვეგია, პაპუა-ახალი
გვინეა, სამხრეთ კორეა,
ტრინიდადი და ტობაგო,
თურქეთი, უგანდა, ვანუატუ,
ვენესუელა, ზამბია,
ზიმბაბვე; 18% – ნიკარაგუა; 19% –
კამბოჯა, ინდონეზია,
მალაიზია, პაკისტანი,
ფილიპინები; 20% –
ბანგლადეში, შრი-ლანკა,
ტაილანდი, ტაივანი,
ვიეტნამი; 25% – ბრუნეი,
ინდოეთი, ყაზახეთი,
მოლდოვა, ტუნისი; 30% – ალჟირი,
ბოსნია და ჰერცეგოვინა,
ლიბია, სამხრეთ აფრიკის
რესპუბლიკა; 35% – ერაყი,
სერბია; 39% – შვეიცარია; 40% –
ლაოსი, მიანმარი; 41% – სირია;
ამასთან, ევროკავშირიდან
იმპორტირებული საქონლის
უმეტესობას 15%-იანი ტარიფი
დაუწესდება.ტრამპმა
მიმდინარე წლის 2 აპრილს,
მასშტაბური სავაჭრო
ტარიფები გამოაცხადა,
რასაც „განთავისუფლების
დღის“ ტარიფები ეწოდა.
აშშ-ის პრეზიდენტის
ინიციატივა მსოფლიოს
თითქმის ყველა
სახელმწიფოსათვის
ტარიფების დაწესებას
ითვალისწინებს. აღნიშნული
გეგმის ფარგლებში
თავდაპირველად
გათვალისწინებული იყო
ევროკავშირისთვის 20%-იანი,
ჩინეთისთვის 34%-იანი,
იაპონიისათვის 24%-იანი,
ქვეყნების უმეტესობისთვის
კი, მათ შორის
საქართველოსთვის, 10%-იანი
ტარიფების
დაწესება.მოგვიანებით,
უკვე 8 ივლისს, ტრამპმა ხელი
მოაწერა აღმასრულებელ
ბრძანებას, რომლის
თანახმად, საპასუხო
ტარიფების ამოქმედების
ვადამ 1-ელ აგვისტომდე
გადაიწია. აქამდე არსებული
ვადების გათვალისწინებით,
აშშ-ის ტარიფები 9
ივლისიდან უნდა
ამოქმედებულიყო.
1754034288