თბილისი (GBC) - ონლაინ შესყიდვები ფასიანი ხდება. Temu, Shein და სხვა არაადგილობრივ პლატფორმებზე, სადაც ტრანზაქციები ლარშიც შესაძლებელია, 15 აპრილიდან, 1.5% საკომისიო ემატება.
ცვლილების შესახებ, ამ ეტაპზე, თავის მომხმარებელს ჯერ თიბისი და საქართველოს ბანკი ატყობინებს. სხვა ბანკებში ფასიან გადახდებზე ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღიათ, ან დაანონსებას არ ჩქარობენ.
თიბისის ინფორმაციით, საერთაშორისო არხებში სადებეტო ბარათით ეროვნულ ვალუტაში (GEL) გადახდისას მაქსიმალურ საკომისიოს 10 ლარით განსაზღვრავს(1.5%, max ₾10). 5 ლარიანი შენაძენი საკომისიოს გარეშეა.
საერთაშორისო ელექტრონული კომერციით ან/ პოს-ტერმინალზე სადებეტო ბარათით გადახდისას, 1.5% საკომისიო მოქმედებს მხოლოდ ლარზე. ანგარიშსწორების უცხოური ვალუტის (USD, EUR, GBP ...) არჩევისას საკომისიო 0%-ია. ცვლილება ეხება სერვისების შესყიდვასაც, მათ შორის ავიაბილეთის. მაგ : WizzAir-ზე.
გამონაკლისი არცერთი ბარათია, მათ შორის არც მოსწავლის.
ბანკი გვთხოვს, გავითვალისწინოთ, გადახდის პროცესში მომხმარებლისთვის თვალსაჩინო იქნება მხოლოდ ტრანზაქციის თანხა, საკომისიოს გარეშე. შესაბამისი საკომისიო ჩამოიჭრება ტრანზაქციისგან დამოუკიდებლად.
ამასთან, უცხოური სავაჭრო/მომსახურების ობიექტის მიერ მომხმარებლის ანგარიშზე ტრანზაქციის თანხის დაბრუნების (რეფანდის) შემთხვევაში, მომხმარებელს საკომისიო არ დაუბრუნდება.