თბილისი (GBC) - Fitch Ratings-მა ქართული ბანკების რეიტინგები გააუმჯობესა.

საბანკო ასოციაციის ცნობით, 2025 წლის უახლესი შეფასებით, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ ბანკების გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგის პროგნოზი „სტაბილურამდე“ გაუმჯობესდა, ხოლო გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგი (Issuers Default Rating) 'BB' და მდგრადობის რეიტინგები (Viability Rating) არსებულ ნიშნულებზე შენარჩუნდა.

ამავდროულად Fitch Ratings-მა ქართული ბანკებისთვის ოპერაციული გარემოს შეფასება 'bb-/Stable'-დან 'bb/Stable'-ზე გააუმჯობესა.

საბანკო სექტორი საქართველოს ეკონომიკის უმსხვილეს სექტორს წარმოადგენს, მისი რეიტინგის გაუმჯობესება როგორც საბანკო სექტორის მიმართ საერთაშორისო ინვესტორების სანდოობის ზრდაზე, ასევე საბანკო სექტორის მდგრადობაზე მიუთითებს.

Fitch-ის შეფასებით, გაუმჯობესება განპირობებულია 2022 წლიდან დღემდე საბანკო სექტორის მდგრადი განვითარებითა და ძლიერი საკრედიტო მაჩვენებლების შენარჩუნებითაა  განპირობებულილი. ტურბულენტური გარემოს ფონზეც კი, მთელი საბანკო სექტორის ფინანსური მაჩვენებლები და კაპიტალის პოზიცია სტაბილურად შენარჩუნდა.