თბილისი (GBC) – სების მონაცემებით, ივნისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ $348.3 მლნ (925 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 10.4%-ით (32.8 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2025 წლის ივნისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

სების მიერ ოთხშაბათს გამოქვეყნებული სტატისტიკით ირკვევა, რომ ივნისში გზავნილების მაქსიმალური წილი ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის და 42.2%-ს შეადგენს ($147 მლნ), წლიური ზრდის ტემპი კი 4.8%-ს უტოლდება. ევროკავშირის ქვეყნებიდან აღსანიშნავია იტალიის, გერმანიისა და საბერძნეთის მაღალი წილი მთლიან ფულად გზავნილებში.

ამასთან, აშშ-დან და ისრაელიდან ფულადი გზავნილების ზრდის ტენდენცია გრძელდება. კერძოდ, ივნისში აშშ-დან 12.7%-იანი, ხოლო ისრაელიდან 22.4%-იანი წლიური ზრდა დაფიქსირდა, მოცულობამ კი, შესაბამისად,  $66.2 და #29.4 მლნ შეადგინა.

2026 წლის ივნისში საქართველოდან საზღვარგარეთ $39.8 მლნ (105.7 მლნ ლარი)

გადაიგზავნა. რაც 2025 წლის ივნისის ($34.3 მლნ) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 16%–ით მეტია.