თბილისი (GBC) - უცხოეთიდან მარტში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი RIA -თი ჩაირიცხა , $71. მლნ -ზე მეტი.
წლიურად, აღნიშნული სისტემით გადმორიცხვები 15.5 %-ით გაზრდილია. 22%-ით არის შემციერებული გზავნილები Zolotaia korona-ით, რომლის ტრანსფერები, გასული წლის გაზაფხულამდე, ყოველთვის ჭარბობდა RIA-ს და სხვა სისტემებით გამოგზავნილს.
ფულადი გადმორიცხვები გზავნილების სისტემების მიხედვით
|
03/2025 $ |
03/2024 $ |
|
||
RIA |
|
71.2 მლნ |
66,8 მლნ |
|
|
Western Union |
|
64,6 მლნ |
46,5 მლნ |
|
|
Monay Gram |
|
57,2 მლნ |
51.1 მლნ |
|
|
Zolotaia korona |
|
57,2 მლნ |
73,4 მლნ |
|
|
Intel Express |
|
35,4 მლნ |
35,2 მლნ |
|
|
წყარო: NBG & BRG
სებ-ის სტატისტიკით, მარტის ტრანსფერები 292 მლნ აშშ დოლარია. ჩარიცხვები. წლიურად, უმნიშვნელოდ 10 მილიონით არის გაზრდილი (03/2024 – $281 მლნ, +3.9%Y.Y). ამასთან ქვეყნიდან საზღვარგარეთ სამუშაოდ წასული მოქალაქეების ნაწილი, საკომისიოზე ზოგავს და ახლობლებს ამანათებთან ერთად უგზავნის ფულს, შესაბამისად საბანკო არხებში და სისტემაში აღარ აისახება.
ყველაზე მეტი აშშ-დან და იტალიიდან იგზავნება ($55 მლნ, $50.5 მლნ). რუსეთი კვლავ მე-3-ა, თუმცა შემცირებული, 37.8 მლნ აშშ დოლარის მოცულობით (03/2024 – $53.3 მლნ).
თუმცა გადარიცხვებში რუსეთი რეკორდულ ნიშნულზეა, 4 მლნ-ია საქართველოდან რუსეთში გადარიცხული. ყველაზე მეტი კი თირქეთსა ($6.2 მლნ) და აზერბაიჯანში ($4.06 მლნ).
სტაგნაციის მიუხედავად, რაც ძირითადად ბოლო დროის სახელისუფლო კრიზისით და საგარეო პოლიტიკის კურსიდან გადახვევის გამო, საერთაშორისო განწყობების გაუარესებით არის განპირობებული. ანალიტიკოსები ტურისტების აქტივობას და სავალუტო შემოდინებების ზრდას ელიან.