თბილისი (GBC) –"გაზრდილი საპროცენტო განაკვეთები და ფინანსური სტაბილურობა" , - სსფ-ს და ბელგიის ცენტრალურ ბანკის ორგანიზებულ კონფერენციის პანელზე სებ-ის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსმა დავით უტიაშვილმა გლობალურად გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის გავლენაზე ვრცლად ისაუბრა 

კონფერენციაში სებ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ედილაშვილიც მონაწილეობდა. მთავარი მომხსენებელი იყო სსფ-ს მმართველი დირექტორი, კრისტალინა გეორგიევა.

დავით უტიაშვილმა აღნიშნა ბოლოდროინდელ გამოწვევებზე, მათ შორის სავალუტო მსესხებლის წინაშე მდგარზე, სასესხო განაკვეთების მატებით გამო. თუმცა მოწყვლადობის ზრდის მიუხედავად უმოქმედო სესხების წილი  10-წლიან მინუმუმზეა და მაკროეკონომიკური პარამეტრები პოზიტიურ ტრენდზე. რაც სებ-ის მოქნილი პოლიტიკის შედეგია, სებ-მა მაკროპრუდენციული ინსტრუმენტები აამოქმედა. უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები მიიღო სავალუტო მიმართულებით.

" სესხის თანხის მინიმალურ ზღვართან ერთად, დაწესებულია მკაცრი მოთხოვნები სესხის მომსახურების კოეფიციენტზე, შეზღუდულია მაქსიმალური ვადიანობა, მსესხებელს მოეთხოვება ბუფერი, რომ გაუძლოს განაკვეთის 3%-იან შოკს. სწორედ სებ-ის გონივრული პოლიტიკის შედეგია, განაკვეთების მასშტაბური რყევების მიუხედავად აქტივების ხარისხი რომ მაღალ დონეზე ნარჩუნდება", - აღნიშნა დავით უტიაშვილმა.

პანელზე წარმოდგენილი იყვნენ ხორვატიის და ისრაელის ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელები ბორის ვუჩიჩი და ამირ იარონი. ასევე ლევენის კათოლიკური უნივერსიტეტის პროფესორი ჰანს დეგრისი.