თბილისი (GBC) - გაზაფხული წელიწადის ის დროა, როცა სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები იწყება. მიკრობანკი “კრისტალის” აგრო სესხი საჭირო ფინანსებზე ხელმისაწვდომობის სტაბილური შესაძლებლობაა, რომელიც დაგეხმარებათ, ამ მნიშვნელოვან სეზონს კარგად მომზადებულები დახვდეთ

სტატიაში გაეცანით ინფორმაციას იმ მხარდაჭერის შესახებ, რომელსაც მიკრობანკი “კრისტალი” ფერმერებსა და აგრო საქმიანობით დაკავებულ ადამიანებს სთავაზობს.

სოფლის მეურნეობა საქართველოს, მნიშვნელოვანი და სტრატეგიული დარგია. გარდა იმისა, რომ ის ხარისხიანი, ჯანსაღი და ეკოლოგიურად სუფთა საკვები პროდუქტის ადგილობრივ წარმოებას უკავშირდება, ამ სექტორის წინსვლას სოფლად ადამიანების დასაქმება, ყოველდღიურობის გაუმჯობესება და, ზოგადად, რეგიონების განვითარებაც მოაქვს.

პარალელურად, სოფლის მეურნეობა, რომელიც სეზონური, გარე ფაქტორებზე მჭიდროდ დამოკიდებული და მაღალრისკიანი დარგია, განსაკუთრებულ რესურსსა და მიდგომებს მოითხოვს. შესაბამისად, ადამიანებს, რომლებიც ამ სფეროში საქმიანობენ, განსხვავებული ფინანსური საჭიროებები აქვთ. სწორედ ამ საჭიროებებს ითვალისწინებს მიკრობანკი კრისტალის აგრო სესხი — ფერმერებისა თუ სოფლის მეურნეობით დაკავებული მომხმარებლებისთვის შექმნილი პროდუქტი.

რატომ არის აგრო სესხი მნიშვნელოვანი

აგრო სესხი განკუთვნილია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც სოფლის მეურნეობაში საქმიანობის დაწყება სურთ და პირველი ნაბიჯების გადასადგმელად, ფინანსური რესურსი ესაჭიროებათ. ამას გარდა, აგრო სესხით სარგებლობა ეფექტიანია, თუ ფერმერს არსებული მეურნეობის გაფართოება და განვითარება — ახალი სათბურის აშენება, განსხვავებული კულტურის მოყვანა, პირუტყვის რაოდენობის გაზრდა და ა.შ. სურს.

როგორც წესი, აგრო სესხის პირობები სოფლის მეურნეობის რისკებსა და საჭიროებებზეა მორგებული, სხვა ფინანსური პროდუქტებისგან ის სწორედ ამ მოქნილობით განსხვავდება. მაგალითად, აგრო სესხის მომხმარებლებს ხშირად ფულადი თანხა მოსავლის რეალიზაციამდე სჭირდებათ, რადგან მათ სასუქის, ტექნიკის, საწვავის, თუ დამხმარეების დაქირავებისთვის სხვადასხვა ხარჯის გაწევა წინასწარ უწევთ. შემოსავალს კი ისინი მოგვიანებით იღებენ. აგრო სესხი სწორედ შემოსავალზე მორგებულ გრაფიკს, საშეღავათო პერიოდსა და სხვა ხელშემწყობ ფაქტორებს ითვალისწინებს, ამიტომ ის ფერმერებისთვის ზოგჯერ ერთადერთი ხელმისაწვდომი ფინანსური რესურსია.

“კრისტალის” აგრო სესხი

“კრისტალისთვის” რეგიონებში მცხოვრები მეწარმეების ხელშეწყობა, სოფლად ახალი წამოწყებების მხარდაჭერა და პერსპექტიული შესაძლებლობების შექმნა  ადამიანებისთვის, რომლებისთვისაც ფინანსებზე ხელმისაწვდომობა ნაკლებია, მნიშვნელოვანი და სტრატეგიული მიმართულებაა. ამ სტრატეგიიდან გამომდინარეობს აგრო სესხი და მისი განსაკუთრებული პირობები, რომლებიც ფერმერებისა და სოფლის მეურნეობაში მომუშავე ადამიანების საჭიროებებს მაქსიმალურად ითვალისწინებს.

“კრისტალის” აგრო სესხის გამოყენება მეწარმეებს სხვადასხვა მიზნით შეუძლიათ. მათ შორისაა, სასოფლო-სამეურნეო საშუალებებისა და ინვენტარის, აგრო-საწარმოო მასალების, სასუქებისა და შხამ-ქიმიკატების შეძენა, მიწების დამუშავება, დამატებითი ნაკვეთების ან ბაღების ყიდვა და მეურნეობის გაფართოება, მცირე თუ მსხვილი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის, საქონლის ან მისი საკვების შეძენა, მუშა ხელის დაქირავება ან მომსახურების ხარჯების დაფინანსება ა.შ. საბოლოოდ, პროდუქტის მიზანი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობების, აგრარული მეწარმეობისა და რეგიონების განვითარების მხარდაჭერაა.

“კრისტალის” აგრო სესხის განსაკუთრებული პირობები

“კრისტალში” აგრო სესხი 100 ლარიდან 300 000 ლარამდე ოდენობით გაიცემა, ვადა კი 120 თვემდეა. სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთი 18%-იდან იწყება, ეფექტური კი – 22%-დან.

აღსანიშნავია, რომ სესხის საშეღავათო პერიოდი 11 თვემდე გრძელდება და ეს დრო როგორც ძირს, ისე პროცენტის თანხას გულისხმობს. მაგალითად, 5-წლიანი სესხით სარგებლობისას, ფერმერი 11 თვის განმავლობაში, ბანკში არაფერს იხდის და თანხას წლის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ ფარავს.

ამას გარდა, აგრო სესხი შემოსავლებზე მაქსიმალურად მორგებულ გრაფიკს ითვალისწინებს. ფერმერის საჭიროებების მიხედვით, შესაძლებელია წინასწარ შეთანხმება და თანხის მხოლოდ მოსავლის რეალიზაციის შემდეგ გადახდაც.

საგულისხმოა, რომ თუ ფერმერს 50 000 ლარამდე სესხი სურს, მას არანაირი უზრუნველყოფა არ სჭირდება და თანხას დაჩქარებული წესით, იმავე დღეს იღებს. ზოგადად, მომხმარებლის კონკრეტული საკრედიტო ისტორიის, შემოსავლებისა და სხვა პარამეტრის გათვალისწინებით, „კრისტალის“ აგრო სესხი 50 000 ლარის ფარგლებში ყოველგვარი უზრუნველყოფის გარეშეც გაიცემა.

აღსანიშნავია ისიც, რომ “კრისტალის” აგრო სესხით სარგებლობა თანამონაწილეობას არ მოითხოვს, შემოსავლის სახით კი აგრო აქტივობასთან ერთად, ხელფასის, იჯარის ან ფულადი გზავნილის შემოსავლის გათვალისწინებაცაა შესაძლებელი.

თუ მომხმარებელი აგრო სესხით ან სესხებით უკვე სარგებლობს, შეუძლია, ყველა მათგანი გააერთიანოს, “კრისტალში” დაპორტირდეს და შეღავათიანი პირობები მიიღოს.

თქვენს ფინანსურ შესაძლებლობებზე წინასწარ წარმოდგენას შეგიქმნით ჩვენი კალკულატორი, რომელსაც ამ ბმულზე იპოვით. აქვე გაეცნობით პროდუქტის დეტალურ პირობებსაც: https://crystal.ge/product/agro-seskhi-300-000-laramde/

(R)