თბილისი (GBC) – გალტ & თაგარტის 3–7 თებერვლის კვირის მიმოხილვის თანახმად, ლონდონის ბირჟაზე დალისტული სამი ქართული კომპანიიდან ორი პლუსში გავიდა, წინა თვესთან შედარებით თითქმის 16%–იანი ზრდა თიბისიმ აჩვენა. წინა კვირასთან და წინა თვესთან მიმართებით „საქართველოს კაპიტალი“ მინუსშია.
კერძოდ, Lion Finance Group-ის (BGEO LN) აქციები დაიხურა 48.15 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +1.26% წინა კვირასთან შედარებით და +3.10% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 254 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 45.50 - 48.40 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 50 ათასი აქცია შეადგინა.
თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 35.40 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +5.99% წინა კვირასთან შედარებით და +15.88% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 262 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 32.75 - 35.40 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 67 ათასი აქცია შეადგინა.
Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 12.00 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -0.99% წინა კვირასთან შედარებით და -1.96% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 249 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 11.76 - 12.28 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 68 ათასი აქცია შეადგინა.