თბილისი (GBC) – Georgia Capital-ის (GCAP) დირექტორის მოადგილემ, ჯგუფის CFO - მ გიორგი ალფაიძემ ჯგუფის 94,756 ნულოვანი ღირებულების ჩვეულებრივი აქცია გაანაღდა. 

ტრანზაქცია ბირჟის მიღმა, 20 იანვარს განხორციელდა.

გასათვალისწინებელია, რომ განაღდებული აქციებიდან 20,468 აქცია საგადასახადო ვალდებულებების მომსახურებისთვის მიიმართა, ხოლო შემოსავლის სახით მან 74,291 აქცია მიიღო.

GCAP-ის (დალისტული როგორც CGEO:LN) თითო აქციაზე დღევანდელი ფასი £12.34-ია. შესაბამისად, განაღდებული აქციების ჯამურმა ღირ-ბამ (გადასახადების ჩათვლით) დღეის მონაცემებით, £916,750 შეადგინა.