თბილისი (GBC) – გალტ & თაგარტის 10–14 აგვისტოს კვირა ლონდონის ბირჟაზე დალისტული ქართული კომპანიებისთვის უმეტესად წარმატებული აღმოჩნდა. აქციების ფასები სხვადასხვა მიმართულებით შეიცვალა, თუმცა Lion Finance Group-ის ფასიანმა ქაღალდებმა ყველაზე სოლიდური ზრდა აჩვენა.

კერძოდ, Lion Finance Group-ის (BGEO LN) აქციები დაიხურა 135.10 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +8.60% წინა კვირასთან შედარებით და +17.99% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 325 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 123.90 - 136.20 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 49 ათასი აქცია შეადგინა.

თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 49.32 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -0.08% წინა კვირასთან შედარებით და +6.52% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 242 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 47.90 - 50.45 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 63 ათასი აქცია შეადგინა.

Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 44.85 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +1.93% წინა კვირასთან შედარებით და +2.28% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 183 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 43.30 - 45.40 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 38 ათასი აქცია შეადგინა.