თბილისი (GBC) – საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ მისი და მისი ოჯახის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილსა და „მთელ ხელისუფლებას“ ეკისრება.

მის შესახებ ღარიბაშვილი Facebook-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში წერს.

„მე ყველაფერი ვცადე და გავაკეთე, რომ ეს ნაბიჯი არ გადამედგა, სამწუხაროდ, სხვა გზა არ დამიტოვეს, რომ წინ არ აღვუდგე ამ ღირსების შემლახავ ბოროტებას! ამ დაუნდობელ სისასტიკეს, ჩაგვრას/უსამართლობას, ჩემი და ჩემი ოჯახის განადგურების ბინძურ გეგმას!“, – წერს ღარიბაშვილი.

მისივე განცხადებით, ხვალ ის ვრცელ წერილს გამოაქვეყნებს და საზოგადოებას საკუთარ სიმართლეს მოუყვება.

„დღეიდან, ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას!“, – აღნიშნავს ყოფილი პრემიერი.

პოსტში ღარიბაშვილი ასევე წერს: „ეს წერილი გამომიგზავნეს ბიძინა ივანიშვილის დავალებით“.

ღარიბაშვილი თავის პოსტში აქვეყნებს მიღებული წერილის ფოტოსაც: