თბილისი (GBC) - 2024 წლის განმავლობაში, Georgia Capital-მა (GCAP) ₾201.8 მლნ-ის დივიდენდები მიიღო, მათ შორის ერთჯერადი დივიდენდების სახით ₾22.6 მლნ (2023: ₾235.9 მლნ, რომელშიც შედიოდა ₾56.1 მლნ ერთჯერადი დივიდენდები).

კერძოდ, GCAP-მა Lion Finance Group-დან (ყოფილი Bank of Georgia Group PLC/BOGG) ₾122.2 მლნ მიიღო, რაც მოიცავს როგორც რეგულარულ ფულად დივიდენდებს (₾72.2 მლნ), ასევე GCAP-ის მონაწილეობას მათი აქციების გამოსყიდვაში (₾50 მლნ).

გარდა ამისა კომპანიამ დამატებით, ₾22.6 მლნ მიიღო ერთჯერადი დივიდენდის სახით Lion Finance Group-ისგან, რაც მათ აქციების გამოსყიდვის პროგრამაში GCAP-ის მონაწილეობას  წარმოადგენს. შედეგად 2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით GCAP-ის წილი Lion Finance Group-ში დროებით, 19.23%-მდე შემცირდა (2023 წლის 31 დეკემბერი: 19.71%). თუმცა, GCAP-ის CEO-ს ირაკლი გილაურის განცხადებით, GCAP-ის მიზნობრივი საკონტროლო წილი BOGG-ში უცვლელად კვლავ 19.5%-ია.

გარდა ამისა, GCAP-მა ₾25.4 მლნ-ის დივიდენდი მიიღო სადაზღვევო ბიზნესებიდან, ₾10 მლნ საცალო ვაჭრობიდან (აფთიაქები), ₾21.5 მლნ განახლებადი ენერგიიდან და სხვა ბიზნესებიდან.

გილაურის განცხადებით, 2025 წლის პერსპექტივაში, ჯგუფის პორტფელური კომპანიებიდან ₾180 მლნ-ზე მეტი რეგულარული დივიდენდის მიღებას ელიან.

საერთო ჯამში GCAP-მა ₾202 მლნ დივიდენდი მიიღო, -14.5% y.y, მ.შ ₾179 მლნ რეგულარული (-0.4% y.y), ხოლო ₾23 მლნ ერთჯერადი (-59.7% y.y).

 

 179.2 მლნ-იანი რეგულარული დივიდენდის დეტალიზაცია 2024-ში (მლნ ₾)

GCAP-ის პორტფელი

2024

2023

Lion Finance Group

122.2

124.5

მ.შ ქეშ დივიდენდი

72.2

80.5

ბაიბექის დივიდენდი

50

44

სადაზღვევო

25.4

19.9

განახლებადი ენერგია

12.3

5.2

ფარმაცია (საცალო)

10

24.2

ლუდის ბიზნესი

8.3

-

ავტო სერვისი

1

-

კლინიკები

-

6

სულ

179.2

179.8