თბილისი (GBC) – მართვის განვითარების საერთაშორისო ინსტიტუტმა (IMD), რომელიც ერთ–ერთი წამყვანი ბიზნეს–სკოლაა მსოფლიოში, ქეისი გამოაქვეყნა, რომელიც TBC Bank Group–ს ეძღვნება – ციფრული საბანკო ეკოსისტემების ოპერატორს საქართველოსა და უზბეკეთში. როგორც გამოცემა kapital.uz წერს, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც IMD–ს სასწავლო პროგრამაში მოხვდა უზბეკეთის ბაზარზე მოქმედი კომპანია
ქეისი სახელწოდებით „TBC Bank Group: Future-Proofing a History of Success“ აანალიზებს ბიზნესის მასშტაბირების სტრატეგიას განვითარებად ბაზარზე, ასევე ტექნოლოგიების როლს საფინანსო ეკოსისტემების ფორმირებაში. კერძოდ, განხილულია უზბეკეთში თიბისის მიერ ციფრული ბანკის ამუშავება 2019 წელს და მისი შემდგომი განვითარება. დღეისათვის თიბისის უზბეკეთის შვილობილის მომხმარებელთა რაოდენობა 18 მილიონს აჭარბებს, სადაც ბანკი მდგრად მოგებას, მისი საკრედიტო პორტფელი კი ყოველწლიურ ზრდას აჩვენებს.
IMD––ში აღნიშნავენ, რომ აღნიშნულ ქეისს გამოიყენებენ საგანმანათლებლო პროგრამებში, მათ შორის ტოპ–მენეჯერებისთვის და ბიზნეს კოლის სტუდენტებისთვის.