თბილისი (GBC) - ლაიონ ფაინანს ჯგუფი (Lion Finance Group PLC) 2024 წლის საბოლოო დივიდენდის გაცემაზე აცხადებს. დირექტორთა საბჭო აქციონერებს რეკომენდაციით მიმართავს 2024 ფინანსური წლის საბოლოო დივიდენდის დასამტკიცებლად – ერთ ჩვეულებრივ აქციაზე ₾5.62-ის ოდენობით, გადასახდელი ბრიტანულ გირვანქა სტერლინგში არსებული სავალუტო კურსის მიხედვით.
რეკომენდაცია აქციონერებს დასამტკიცებლად 2025 წლის 16 ივნისს ჩანიშნულ საერთო ყოველწლიურ კრებაზე (AGM) წარედგინებათ.
ექს-დივიდენდის თარიღად (Ex-Dividend Date) 2025 წლის 3 ივლისი განისაზღვრა, ჩანაწერის თარიღად (Record Date) 4 ივლისი, კონვერტაციის თარიღად ასევე 4 ივლისი, ხოლო გადახდის თარიღად 18 ივლისი.
დივიდენდის გაცემისას გამოყენებული იქნება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული საშუალო გაცვლითი კურსი ₾/£ 30 ივნისიდან 4 ივლისამდე პერიოდისთვის.
შეგახსენებთ, ჯგუფმა შუალედური დივიდენდის სახით, გასული წლის 11 ოქტომბერს თითო აქციაზე ₾3.38 გადაიხადა.