ღვინის 20 კომპანიიდან, რომელმაც ყველაზე მეტი სუბსიდია მიიღო, 15 „ოცნებ...
საერთაშორისო
გამჭვირვალობა
საქართველოს კვლევის
კონკრეტული მიგნებებიდან
აღსანიშნავია შემდეგი: 2017-2023
წლებში, სახელმწიფოს
აგროპროექტებიდან ღვინის
მწარმოებელმა კომპანიებმა
169 მლნ ლარის დაფინანსება
მიიღეს, საიდანაც 74 მლნ ლარი
იმ კომპანიებზე განაწილდა,
რომელთა მფლობელებს და/ან
მმართველებს „ქართულ
ოცნებაზე“ აქვთ ფული
შეწირული. მათ ჯამში 6.1 მლნ
ლარი აქვთ შეწირული
„ქართულ ოცნებაზე“; 20
ღვინის კომპანიიდან,
რომლებმაც სახელმწიფოსგან
ყველაზე მეტი სუბსიდია
მიიღეს (ჯამში 64 მლნ ლარი), 15
კომპანია „ქართული
ოცნების“ შემომწირველია.
მათ შორის, 11.5 მლნ ლარი მიიღო
ორმა კომპანიამ, რომელთა
მფლობელები ბიძინა
ივანიშვილის ძმა
ალექსანდრე ივანიშვილი და
პარლამენტარი ზაალ
დუგლაძეა. 4 კომპანიის
მფლობელი, რომლებმაც ჯამში
19.4 მლნ ლარი მიიღეს, ბიძინა
ივანიშვილი დეიდაშვილის,
უჩა მამაცაშვილის ბიზნეს
პარტნიორი, ვახტანგ
კარიჭაშვილია. 10
კომპანიიდან, რომლებმაც 2023
წელს რუსეთში ყველაზე მეტი
ღვინო გაიტანეს, 8 კომპანია
„ქართულ ოცნების“
შემომწირველია. მათ შორის
არის ბიძინა ივანიშვილის
ძმის 2 კომპანია და უჩა
მამაცაშვილის ბიზნეს
პარტნიორის 2 კომპანია. 2023
წელს საქართველოში 221 ათასი
ტონა ყურძნის მოსავალი
მოვიდა, რაც 2022 წლის
მაჩვენებელზე 23%-ით
ნაკლებია. თუმცა, ბოლო 10
წელში მოსავალი 28%-ით არის
გაზრდილი; მიუხედავად
იმისა, რომ ყურძნის საბაზრო
(ნომინალურ) ფასს ზრდის
ტენდენცია აქვს, მისი
რეალური ფასი (ინფლაციის
გათვალისწინებით)
მცირდება; ბოლო 10 წელში
ღვინის ექსპორტს აშკარად
გამოხატული ზრდის
ტენდენცია აქვს, რაც
ძირითადად რუსეთის
ბაზარმა განაპირობა; 2023
წელს ღვინის ექსპორტში
რუსეთის წილი 65% იყო, რაც 2006
წლის შემდეგ ყველაზე
მაღალი მაჩვენებელია.
რუსეთის შემდეგ ღვინის
ექსპორტში ყველაზე მაღალი
წილი ევროკავშირს უჭირავს
12%-ით; 2023 წელს საქართველომ
ღვინო 66 ქვეყანაში გაიტანა,
სადაც რუსეთი ერთი ლიტრის
საშუალო ფასით (2.7 დოლარი) 61-ე
ადგილზეა. მსხვილი
ბაზრებიდან ლიტრი ქართული
ღვინის საშუალო ფასი
ყველაზე მაღალი აშშ-ია - 6.2
დოლარი; ბოლო 10 წელში
ექსპორტირებული ქართული
ღვინის საშუალო ფასი
(დოლარში) 26%-ით არის
შემცირებული. მსხვილი
საექსპორტო ბაზრებიდან
ფასის ზრდის ტენდენცია
მხოლოდ აშშ-ში ფიქსირდება.
შესავალიღვინის წარმოება
საქართველოში მხოლოდ
ეკონომიკური საქმიანობა
არ არის. მას მნიშვნელოვანი
ისტორიული, ტრადიციული და
კულტურული დანიშნულება
აქვს. დამოუკიდებლობის
მოპოვების შემდეგ
ქართულმა ღვინომ
პოლიტიკური დატვირთვაც
შეიძინა. საბჭოთა კავშირის
სისტემური მოწყობიდან
გამომდინარე, ქართული
ღვინის მთავარი
საექსპორტო ბაზარი რუსეთი
იყო. საბჭოთა კავშირის
დაშლის შემდეგ ეს
დამოკიდებულება
შენარჩუნდა, რაც რუსეთის
ხელში პოლიტიკური ზეწოლის
და შანტაჟის იარაღად იქცა.
როდესაც რუსეთისთვის
საქართველოს საგარეო
კურსი მიუღებელი ხდება,
პირველ რიგში ღვინის
ექსპორტის შეჩერებით
იმუქრება. 2006 წელს ეს მუქარა
აღასრულა კიდეც.გარდა
პოლიტიკური დატვირთვისა,
საქართველოში ღვინის
წარმოებას მნიშვნელოვანი
ეკონომიკური დატვირთვაც
აქვს.
მევენახეობა-მეღვინეობა
კახეთის მოსახლეობის
მნიშვნელოვანი შემოსავლის
წყაროა. შესაბამისად,
ყურძნის და ღვინის
რეალიზებაში შექმნილი
პრობლემები ყველაზე მეტად
კახეთის მოსახლეობას
აზარალებს. ამასთან,
ქართული ღვინო არის ის
პროდუქტი, რაშიც
საქართველოს სხვა
ქვეყნებთან შედარებით
უპირატესობა აქვს და
შეუძლია, ღვინის ექსპორტით
მნიშვნელოვანი შემოსავალი
მიიღოს. 2023 წელს ღვინის
ექსპორტით საქართველო
მსოფლიოში მე-19 ადგილზე იყო.
აქედან გამომდინარე,
საინტერესოა, რა
ტენდენციებია
საქართველოში ყურძნის და
ღვინის წარმოებაში, როგორ
იცვლება ქართული ღვინის
ფასი, რამდენად
დივერსიფიცირებულია
ღვინის საექსპორტო
ბაზარი.„საერთაშორისო
გამჭვირვალობა -
საქართველოს“ და სხვა
ორგანიზაციების ბოლო
წლებში გამოცემული
კვლევები აჩვენებს, რომ
ღვინის წარმოებაში
ძირითადად
ხელისუფლებასთან
დაახლოებული მსხვილი
ბიზნესია ჩართული. აქედან
გამომდინარე, შევისწავლეთ,
რომელი კომპანიები იღებენ
მთავრობის მიერ
მეღვინეობის სფეროზე
გამოყოფილ სუბსიდიებს,
რომელიც წლიურად სულ მცირე
100 მლნ ლარია.ყურძნის
მოსავალი და
ფასისაქართველოს
სტატისტიკის ეროვნული
სამსახურის (საქსტატი) 2020
წლის მონაცემებით,
საქართველოში ვენახი 42.1
ათას ჰექტარზე იყო
გაშენებული, რაც 2017 წლის
მაჩვენებელზე 14%-ით მეტია.2023
წელს საქართველოში 221 ათასი
ტონა ყურძნის მოსავალი
მოვიდა, რაც 2022 წლის
მაჩვენებელზე 23%-ით
ნაკლებია. მოსავლის
რეკორდული მაჩვენებელი - 317
ათასი ტონა 2020 წელს
დაფიქსირდა. ზოგადად,
ყურძნის მოსავალი
მნიშვნელოვნად არის
დაკავშირებული ამინდთან
და შესაბამისად მერყეობს,
თუმცა გრძელვადიან
პერიოდში ზრდის ტენდენცია
აქვს, 2019-2023 წლებში საშუალო
წლიური მოსავალი 278 ათასი
ტონა იყო, ხოლო 2014-2018 წლებში 197
ათასი ტონა.2014-2023 წლებში
საქართველოში წარმოებული
ყურძნის 74% კახეთზე მოდის. 2023
წელს ყურძნის მოსავლის 79%
მოდიოდა კახეთზე, 10%
იმერეთზე, 3% შიდა ქართლზე და
8% დანარჩენ რეგიონებზე
ნაწილდებოდა. მიუხედავად
იმისა, რომ 2023 წელს კახეთში
ყურძნის მოსავალი 21%-ით
შემცირდა, ბოლო 10 წელში
მოსავლის ზრდის
გამოკვეთილი ტენდენცია
მხოლოდ
კახეთშია.საქსტატის
აქვეყნებს ინფორმაციას რა
ღირს 1 კგ ყურძენი ფერმის
კართან, ანუ საშუალოდ რა
ფასად ხდება
ფერმერებისგან ყურძნის
შესყიდვა. ბოლო 10 წელში,
საქართველოში 1 კგ ყურძნის
საშუალო ფასი ფერმის
კართან 1.09 თეთრი იყო. 2014 წელს 1
კგ ყურძენი საშუალოდ 1.25
თეთრი ღირდა. მომდევნო წელს
ყურძნის ფასი 38%-ით დაეცა,
რაც ძირითადად ღვინის
ექსპორტის მნიშვნელოვნად
შემცირებამ განაპირობა. 2016
წლიდან ყურძნის საბაზრო
ფასს ზრდის ტენდენცია აქვს
და 2023 წელს 1 კგ ყურძენი
საშუალოდ 1.28 თეთრი
ღირდა.მიუხედავად იმისა,
რომ ყურძნის საბაზრო
(ნომინალურ) ფასს ზრდის
ტენდენცია აქვს, მისი
რეალური ფასი მცირდება.
რეალური ფასი არის საბაზრო
ფასს გამოკლებული
ინფლაციის დონე, რაც ფულის
მსყიდველობით უნარს
კარგად ასახავს. ეს
ნიშნავს, რომ 2023 წელს 1 კგ
ყურძენში აღებულ 1.28 თეთრი
რეალურად უფრო ნაკლებია,
ვიდრე მაგალითად, 2020 წელს
აღებული 1.04 თეთრი.
შესაბამისად, თუ ფერმერი
უფრო მეტ ყურძენს არ ყიდის,
ფასი მხოლოდ მის ნომინალურ
შემოსავალს ზრდის,
რეალურად კი მისი
შემოსავალი მცირდება. 2020
წელს ტონა ყურძენში აღებულ
1,040 ლარს მეტი
მსყიდველობითი უნარი
ჰქონდა, ვიდრე 2023 წელს ტონა
ყურძენში აღებულ 1,280
ლარს.ღვინის
ექსპორტიყურძნის
ნატურალური ღვინო
საქართველოს ერთ-ერთი
ძირითადი საექსპორტო
საქონელია. 2023 წელს
ექსპორტზე 259 მლნ დოლარის
ქართული ღვინო გავიდა. მისი
წილი საქართველოს მთლიან
ექსპორტში (რეექსპორტის
გარეშე) 9.2% იყო და მხოლოდ
სპილენძის მადნებს და
კონცენტრატებს
ჩამორჩებოდა.ბოლო 10 წელში
ღვინის ექსპორტს აშკარად
გამოხატული ზრდის
ტენდენცია აქვს, 45%-ით
გაიზარდა. ღვინის ექსპორტი
2010-2012 წლებშიც იზრდებოდა,
მაგრამ მნიშვნელოვნად 2013-2014
წლებში გაიზარდა, როდესაც
რუსეთმა ქართულ ღვინოზე
დაწესებული ემბარგო
მოხსნა. 2015-2016 წლებში რუსეთში
არსებული ეკონომიკური
კრიზისის გამო ქართული
ღვინის ექსპორტის ჯამური
მოცულობა 37%-ით შემცირდა. 2017
წლიდან ისევ ზრდის
ტენდენციას დაუბრუნდა და
მაქსიმალურ მაჩვენებელს - 259
მლნ დოლარს 2023 წელს მიაღწია.
თუმცა, მოცულობის მიხედვით
ექსპორტზე რეკორდული
რაოდენობა 2022 წელს გავიდა - 102
ათასი ტონა. მიუხედავად
იმისა, რომ 2023 წელს ღვინის
ექსპორტის ჯამური
ღირებულება 2.6%-ით გაიზარდა,
მოცულობა 12%-ით შემცირდა და 90
ათასი ტონა შეადგინა.
მოცულობის კლების
პარალელურად ჯამური
ღირებულების ზრდა ღვინის
უფრო ძვირად გაყიდვამ
განაპირობა.ღვინის
ექსპორტში პირველ ადგილზე
რუსეთია. 2023 წელს რუსეთში 168
მლნ დოლარის ღვინო გავიდა,
რაც 2022 წლის მაჩვენებელზე
4.6%-ით მეტია. 2006 წლამდე
რუსეთის ბაზარს ქართული
ღვინის ექსპორტში 80% ეკავა.
2006 წლის მარტში რუსეთმა
ქართული ღვინის იმპორტი
აკრძალა. 2006-2007 წლებში ღვინის
ექსპორტი 3-ჯერ შემცირდა,
თუმცა მომდევნო წლებში
ზრდა დაიწყო და 2012 წელს 2005
წლის მაჩვენებელს 20%-ით
ჩამორჩებოდა. 2012 წელს
რუსეთში ქართული ღვინო არ
გადიოდა, ექსპორტის
თითქმის ნახევარი
უკრაინაზე მოდიოდა.2013
წლიდან, როდესაც ქართულ
ღვინოს რუსული ემბარგო
მოეხსნა, რუსულ ბაზარზე
ექსპორტი სწრაფად
გაიზარდა. 2013 წელსვე
მთლიანი ექსპორტის 44%
შეადგინა, 2014 წელს კი 62% იყო.
მომდევნო წლებში რუსული
ბაზრის წილი 7% პუნქტით
შემცირდა, თუმცა, 2022 წლიდან
ისევ გაიზარდა და
მაქსიმუმს - 65%-ს 2023 წელს
მიაღწია. რუსეთის ბაზრის
წილის ზრდა უკრაინაში
ექსპორტის მნიშვნელოვნად
შემცირებამაც
განაპირობა.2024 წლის 1
მაისიდან რუსეთმა
იმპორტირებულ ღვინოზე
აქციზის გადასახადი 3-ჯერ
გაზარდა (0.4 დოლარიდან 1.2
დოლარამდე). გადასახადის
მოსალოდნელი ზრდა წლის
დასაწყისიდან იყო ცნობილი,
ამიტომ ქართული ღვინის
ექსპორტიორები ეცადნენ
მაისამდე მოესწროთ
რუსეთში მარაგების შექმნა.
შედეგად, იანვარ-აპრილში, 2023
წლის იანვარ-აპრილთან
შედარებით, რუსეთში ღვინის
ექსპორტი თითქმის 2-ჯერ
გაიზარდა, მაისში კი 3-ჯერ
შემცირდა. რუსეთმა
გადასახადი ადგილობრივი
წარმოების დაცვის მიზნით
გაზარდა და ამ პოლიტიკის
მომავალში გაგრძელებას
აპირებს, რაც ქართულ
ღვინოზე მოთხოვნას
შეამცირებს.რუსეთის
შემდეგ ღვინის ექსპორტში
ყველაზე მაღალი წილი
ევროკავშირს უჭირავს 12%-ით.
ევროკავშირში ქართული
ღვინის ექსპორტს ზრდის
ტენდენცია აქვს, ბოლო 10
წელში თითქმის 3-ჯერ
გაიზარდა და 2023 წელს 31 მლნ
დოლარი შეადგინა. რუსეთის,
ევროკავშირის და უკრაინის
გამოკლებით, სხვა
ქვეყნების წილი ღვინის
ექსპორტში 18%-ია.
შედარებისთვის, სხვა
ქვეყნების წილი 2012 წელს 44%
იყო, რაც ღვინის საექსპორტო
ბაზრის მეტ
დივერსიფიცირებას
აჩვენებდა.ექსპორტის
მოცულობასთან ერთად
მნიშვნელოვანია
ექსპორტირებული ღვინის
საშუალო ფასი. 2023 წელს
საქართველომ ღვინო 66
ქვეყანაში გაიტანა და
ქართული ღვინის ყველაზე
მსხვილმა ბაზარმა, რუსეთმა,
ერთი ლიტრის საშუალო ფასით
61-ე ადგილი დაიკავა. 2023 წელს
საქართველომ რუსეთში ერთი
ლიტრი ღვინო საშუალოდ 2.7
დოლარად გაყიდა. ყველაზე
ძვირად - ლიტრი 33 დოლარად
ქართული ღვინო სინგაპურში
გაიყიდა, სადაც 2023 წელს 11
ტონის ექსპორტი
განხორციელდა. შემდეგ
მოდის ისლანდია, სადაც ერთი
ლიტრის საშუალო ფასი 13
დოლარი იყო და ტაივანი,
სადაც საშუალო ფასი 12
დოლარი იყო. ყველაზე იაფად
ქართული ღვინო აფრიკის ორ
ქვეყანაში ნიგერიაში და
ნიგერიში გაიყიდა,
შესაბამისად 1.9 და 2.3
დოლარად. ამ ორ ქვეყანაში 2023
წელს ჯამში 20 ტონა ქართული
ღვინო შევიდა.შედარებით
მსხვილი ბაზრებიდან
აღსანიშნავია აშშ, სადაც 2023
წელს 907 ტონა ქართული ღვინო
გაიყიდა და ლიტრის საშუალო
ფასმა 6.2 დოლარი შეადგინა.
აშშ მსოფლიოში ყველაზე
მსხვილი ღვინის საიმპორტო
ბაზარია. 2022 წელს აშშ-ში 7.7
მლრდ დოლარის ღვინის
იმპორტი განხორციელდა.
შედარებისთვის, რუსეთში
ამავე წელს 9-ჯერ ნაკლები, 887
მლნ დოლარის ღვინის
იმპორტი განხორციელდა.
თუმცა, რუსული ბაზარი
საქართველოსთვის ახლო და
ტრადიციული ბაზარია, სადაც
ქართული ღვინოს კარგად
იცნობენ.რაც შეეხება
ევროკავშირს, 2023 წელს ერთი
ლიტრი ქართული ღვინის
საშუალო ფასმა 3.1 დოლარი
შეადგინა. ევროკავშირის
ქვეყნებს შორის ქართულ
ღვინოზე მნიშვნელოვნად
განსხვავებული ფასებია.
ყველაზე დაბალი საშუალო
ფასი პოლონეთშია - ლიტრზე 2.5
დოლარი, ხოლო ყველაზე
მაღალი ირლანდიაშია - 11
დოლარამდე. ამავე დროს,
პოლონეთზე ევროკავშირში
შეტანილი ქართული ღვინის 60%
მოდის და შესაბამისად,
პოლონეთის ფასები
ევროკავშირში ქართული
ღვინის საშუალო ფასს
მნიშვნელოვნად ამცირებს. 2023
წელს, პოლონეთის შემდეგ,
საქართველომ ყველაზე მეტი
ღვინო ლატვიაში - 1,147 ტონა
(ლიტრის საშუალო ფასი 3.6
დოლარი) და გერმანიაში - 991
ტონა (ლიტრის საშუალო ფასი
4.7 დოლარი) გაყიდა.2023 წელს
დაფიქსირებულ ფასებზე
არანაკლებ საინტერესოა,
ფასის რა ტენდენციებია
ქართული ღვინის მსხვილ
საექსპორტო ბაზრებზე. 2023
წელს, 2022 წელთან შედარებით,
ლიტრი ექსპორტირებული
ქართული ღვინის საშუალო
ფასი 16%-ით გაიზარდა და 2.9
დოლარი შეადგინა, თუმცა
ბოლო 10 წელში საშუალო ფასი
26%-ით არის შემცირებული. 2014
წელს ლიტრი ქართული ღვინოს
საშუალო ფასი 3.9 დოლარი იყო.
ფასის კლების მიზეზი ლარის
გაუფასურება და საერთო
ექსპორტში იმ ქვეყნების
წილის ზრდაა (მაგალითად,
რუსეთი), სადაც ქართული
ღვინო შედარებით იაფი
ღირს.ბოლო 10 წელში, მსხვილი
საექსპორტო ბაზრებიდან
ფასის ზრდის ტენდენცია
მხოლოდ აშშ-ში ფიქსირდება.
2014 წლის შემდეგ, ლიტრი
ქართული ღვინო აშშ-ში 23%-ით
არის გაძვირებული. ყველა
სხვა მსხვილ ბაზარზე
დოლარში გამოხატული
ქართული ღვინის ფასი
საშუალოდ 26%-ით შემცირდა.
თუმცა, ლარის კურსის ზრდის
გამო, ლარში გამოხატული
ფასი
სტაბილურია.საქსტატმა
მოგვაწოდა ინფორმაცია იმ
კომპანიებზე, რომლებსაც
ყველაზე მეტი ღვინო გააქვთ
რუსეთში. თუმცა,
კონკრეტულად რამდენი
დოლარის შემოსავალი
მიიღეს რუსეთში ღვინის
გაყიდვიდან, ეს ინფორმაცია
კონფიდენციალურია.10
კომპანიიდან, რომლებმაც 2023
წელს რუსეთში ყველაზე მეტი
ღვინო გაიტანეს, 8 კომპანია
„ქართულ ოცნების“
შემომწირველია. კომპანიის
მფლობელებს და
მმართველებს
სახელისუფლებო
პარტიისთვის 1.8 მლნ ლარი
აქვთ შეწირული. ამავე დროს, 2
კომპანიაში მესაკუთრეები
არიან ბიძინა ივანიშვილის
ძმა ალექსანდრე
ივანიშვილი და
საქართველოს პარლამენტის
წევრი „ქართული
ოცნებიდან“ ზაალ დუგლაძე. 2
კომპანიის მფლობელი
ბიძინა ივანიშვილის
დეიდაშვილის, უჩა
მამაცაშვილის
ბიზნესპარტნიორი ვახტანგ
კარიჭაშვილია.2021-2022 წლებშიც
ფაქტობრივად იგივე
კომპანიების იყვნენ
რუსეთში ქართული ღვინის
უმსხვილესი
ექსპორტიორები.
განსხვავება მხოლოდ ის
არის, რომ 2021-2022 წლებში 10
უმსხვილეს ექსპორტიორში
ხვდებოდა შპს „ქართული
ღვინის სახლი“, ხოლო 2021 წელს
შპს „მარნისკარი“. შპს
„ქართული ღვინის სახლის“
მფლობელებს 163 ათასი ლარი
აქვთ შეწირული „ქართულ
ოცნებაზე“, ხოლო შპს
„მარნისკარის“ მფლობელებს
437 ათასი ლარი.კომპანიები,
რომლებმაც 2023 წელს რუსეთში
ყველაზე მეტი ღირებულების
ქართული ღვინო
შეიტანეს.რთველის
სუბსიდირება2014-2023 წლებში
რთველის სუბსიდირებაზე 500
მლნ ლარამდე დაიხარჯა.
მთავრობა აფინანსებს
ღვინის მწარმოებელ
კომპანიებს, რომ მათ
ყურძენი საბაზროზე მაღალ
ფასად ჩაიბარონ. ბოლო
წლებში 1 კგ ყურძნის ფასის
სუბსიდირება 20-35 თეთრის
ფარგლებში მერყეობს.
მაგალითად, 2023 წელს
რქაწითელის და კახური
მწვანეს 1 კგ ყურძენზე
სუბსიდია 20 თეთრი იყო.
სუბსიდიის მისაღებად
კომპანიას სულ მცირე 100 ტონა
ყურძენი უნდა შეესყიდა,
მინიმუმ 90
თეთრად.„საერთაშორისო
გამჭვირვალობა -
საქართველომ“ 2022 წლის
აპრილში გამოაქვეყნა
კვლევა 2021 წლის რთველის
სუბსიდირებასთან
დაკავშირებით, სადაც
აშკარად ჩანდა, რომ
მმართველი პარტიის
შემწირველი და მაღალი
თანამდებობის პირებთან
კავშირში მყოფი
კომპანიები უპირატესობით
სარგებლობდნენ. ამჯერად
„საერთაშორისო
გამჭვირვალობა -
საქართველომ“ შეისწავლა,
რომელმა კომპანიებმა
მიიღეს თანხები 2022 და 2023 წლის
რთველის სუბსიდირების
ფარგლებში.2022 წელს 105-მა
კომპანიამ მიიღო
სახელმწიფო დაფინანსება
რთველის სუბსიდირების
ფარგლებში. სუბსიდირების
ჯამურმა თანხამ 96 მლნ ლარი
შეადგინა. 105 კომპანიიდან 50
კომპანიის მფლობელები
და/ან მმართველები
„ქართული ოცნების“
შემომწირველები არიან. მათ
„ქართულ ოცნებაზე“ 6 მლნ
ლარი აქვთ შეწირული.2022 წელს
სუბსიდირებაზე გამოყოფილი
96 მლნ ლარიდან 62 მლნ ლარი
სახელმწიფო კომპანიამ, შპს
„მოსავლის მართვის
კომპანიამ“, ხოლო 24 მლნ ლარი
„ქართული ოცნების“
შემომწირველმა
კომპანიებმა მიიღეს.შპს
„მოსავლის მართვის
კომპანია“ რთველის
ორგანიზებაზე
პასუხისმგებელი
კომპანიაა, რომელიც
გამარტივებული
შესყიდვებით უფორმებს
კომპანიებს კონტრაქტებს
სხვადასხვა მომსახურების
შესასრულებლად. შპს
„მოსავლის მართვის
კომპანია“ მსხვილი
კონტრაქტები ძირითადად
„ქართული ოცნების“
შემომწირველებთან
დაკავშირებულ კომპანიებს
გაუფორმა, ესენია: შპს
„უნივერსალ სპირიტს“, შპს
„ყვარლის სარდაფი“, შპს
„კახური ტრადიციული
მეღვინეობა“, შპს „როქ
ლოჯისტიკსი“, შპს
„მეღვინეობა კაჭრეთი“, შპს
„შატო მუკუზანი“ და შპს
„წინანდალი-XXI საუკუნის
საუკეთესო ღვინოები“.10
კომპანია, რომლებმაც
რთველის სუბსიდირების
ფარგლებში 2022 წელს ყველაზე
მეტი თანხა მიიღეს, ლარი:2023
წელს 91-მა კომპანიამ მიიღო
სახელმწიფო დაფინანსება
რთველის სუბსიდირების
ფარგლებში. სუბსიდირების
ჯამურმა თანხამ 25 მლნ ლარი
შეადგინა. 91 კომპანიიდან 40
კომპანიის მფლობელები
და/ან მმართველები
„ქართული ოცნების“
შემომწირველები არიან. მათ
„ქართულ ოცნებაზე“ 5.5 მლნ
ლარი აქვთ შეწირული.2023 წელს
სუბსიდირებაზე გამოყოფილი
25 მლნ ლარიდან 8.8 მლნ ლარი
სახელმწიფო კომპანიამ, შპს
„მოსავლის მართვის
კომპანიამ“, ხოლო 10.2 მლნ
ლარი „ქართული ოცნების“
შემომწირველმა
კომპანიებმა მიიღეს.შპს
„მოსავლის მართვის
კომპანიამ“ გამარტივებული
შესყიდვებით მსხვილი
კონტრაქტები ძირითადად
ისევ „ქართული ოცნების“
შემომწირველებთან
დაკავშირებულ კომპანიებს
გაუფორმა.10 კომპანია,
რომლებმაც რთველის
სუბსიდირების ფარგლებში 2023
წელს ყველაზე მეტი თანხა
მიიღეს, ლარი:სახელმწიფო
პროგრამებირთველის
სუბსიდირების გარდა,
ღვინის მწარმოებელი
კომპანიები
სახელმწიფოსგან ფინანსურ
რესურსებს სხვადასხვა
საბიუჯეტო პროგრამებიდან
იღებენ. ძირითადი
დაფინანსების გამცემი
გარემოს დაცვისა და სოფლის
მეურნეობის სამინისტროა.
სოფლის მეურნეობის
სამინისტრო მართავს
მევენახეობა-მეღვინეობის
განვითარების პროგრამას,
რომლის ძირითადი მიზანი
ქართული ღვინის
პოპულარიზაცია და ყურძნის
მოსავლის რეალიზაციის
ხელშეწყობაა. 2024 წელს
მევენახეობა-მეღვინეობის
განვითარების პროგრამაზე 54
მლნ ლარია გამოყოფილი, ხოლო
2017-2023 წლებში 470 მლნ ლარი
დაიხარჯა.სოფლის
მეურნეობის სამინისტრო
მართავს ასევე ერთიანი
აგროპროექტების
პროგრამას. ეს პროგრამა
მოიცავს: შეღავათიანი
აგროკრედიტებს,
აგროდაზღვევას, დანერგე
მომავლის,
გადამამუშავებელი და
შემნახველი საწარმოების
თანადაფინანსების
პროექტს,
სასოფლო-სამეურნეო
ტექნიკის
თანადაფინანსების პროექტს
და სხვა ქვეპროგრამებს. 2024
წელს აღნიშნულ პროგრამაზე
342 მლნ ლარია გამოყოფილი,
2017-2023 წლებში კი 1.6 მლრდ
ლარამდე დაიხარჯა. თუმცა,
მევენახეობა-მეღვინეობის
განვითარების
პროგრამისგან
განსხვავებით, ერთიანი
აგროპროექტების პროგრამა
მხოლოდ მეღვინეობის
დაფინანსებას არ მოიცავს,
მასში სოფლის მეურნეობის
ყველა დარგი შედის.ა(ა)იპ
სოფლის განვითარების
სააგენტომ მოგვაწოდა
ინფორმაცია 2017-2023 წლებში
რომელმა კომპანიებმა
მიიღეს დაფინანსება
ერთიანი აგროპროექტების
პროგრამიდან. საქსტატის
ბიზნეს რეგისტრის
დახმარებით, მოვახდინეთ იმ
კომპანიების
იდენტიფიცირება, რომელთა
ძირითადი საქმიანობა
ღვინის წარმოებაა.ერთიანი
აგროპროექტების
პროგრამიდან 2017-2023 წლებში
დახარჯული 1.6 მლრდ ლარიდან
ღვინის მწარმოებელმა
კომპანიებმა 169 მლნ ლარის
დაფინანსება მიიღეს. 169 მლნ
ლარიდან 74 მლნ ლარი იმ
კომპანიებმა მიიღეს,
რომელთა მფლობელებს და/ან
მმართველებს „ქართული
ოცნებისთვის“ აქვთ ფული
შეწირული. აღნიშნულ
კომპანიებთან
დაკავშირებულ პირებს,
ჯამში 6.1 მლნ ლარი აქვთ
შეწირული „ქართული
ოცნებისთვის“.ერთიანი
აგროპროექტების
პროგრამიდან ღვინის
მწარმოებელ კომპანიებზე
გაცემული 169 მლნ ლარიდან 64
მლნ ლარი 20 კომპანიაზე
მოდის. აღნიშნული 20
კომპანიიდან 14 „ქართული
ოცნების“ შემომწირველია.
მათ შორის, 11.5 მლნ ლარი მიიღო
ორმა კომპანიამ, რომელთა
მფლობელები ბიძინა
ივანიშვილის ძმა
ალექსანდრე ივანიშვილი და
პარლამენტარი „ქართული
ოცნებიდან“ ზაალ დუგლაძეა.
4 კომპანიის მფლობელი
(რომლებმაც ჯამში 19.4 მლნ
ლარი მიიღეს), ბიძინა
ივანიშვილი დეიდაშვილის,
უჩა მამაცაშვილის ბიზნეს
პარტნიორს, ვახტანგ
კარიჭაშვილია.ქვემოთ
მოცემულ ცხრილში
წარმოდგენილია კომპანია,
რომლებმაც ერთიანი
აგროპროექტების
პროგრამიდან ყველაზე მეტი
თანხა მიიღეს 2017-2023
წლებში:ერთიანი
აგროპროექტების პროგრამის
გარდა ღვინის მწარმოებელი
კომპანიები ფინანსურ
დახმარებას ასევე იღებენ
სსიპ „აწარმოე
საქართველოდან“.
„საერთაშორისო
გამჭვირვალობა -
საქართველომ“ სსიპ
„აწარმოე საქართველოდან“
დაფინანსებული
საწარმოების შესახებ
ინფორმაცია გამოითხოვა,
მაგრამ საჭირო ინფორმაცია
ვერ მიიღო. შესაბამისად,
შეუძლებელია, დავადგინოთ,
რომელმა კომპანიებმა
მიიღეს დაფინანსება და რა
კავშირში არიან ისინი
„ქართულ ოცნებასთან“.
1726583845