თბილისი (GBC) - გიფიქრიათ, როგორ აგროვებენ ტექნიკის, ავეჯის, სუნამოების, ძვირადღირებული ტანსაცმლის შესაძენად საკმარისი რაოდენობის PLUS ქულებს? ყველაფერი იმაზე მარტივია, ვიდრე გგონიათ. მთავარი საიდუმლო სწორი გეგმა და ცოტა წინდახედულობაა.

საქართველოს ბანკის PLUS ლოიალურობის #1 პროგრამაა ქვეყანაში, რომლითაც 900 000-მდე ადამიანი სარგებლობს. PLUS ქულები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათზე გროვდება, თუმცა PLUS ბარათით უფრო მეტს აგროვებთ და საინტერესო შეთავაზებებითაც სარგებლობთ.

გაეცანით შეთავაზებებს და ნახეთ, წლის ბოლომდე რომელ ობიექტებში დააგროვებთ დამატებით ქულებს PLUS ბარათით გადახდისას.

Wolt

როცა საყიდლებისთვის ან სახლიდან გასვლისთვის არც დრო გაქვთ და არც ენერგია, Wolt საუკეთესო გამოსავალია. ყოველ ოთხშაბათს PLUS ბარათით გადახდისას 10X PLUS ქულა დაგერიცხებათ.

ზღაპარი

ყველაზე მეტი თანხა პროდუქტებში იხარჯება, ამიტომ ქულების დაგროვებისთვის საუკეთესო ადგილიც სწორედ სუპერმარკეტია. ზღაპარი თითქმის ყველა უბანშია ხელმისაწვდომი, თანაც მრავალფეროვნებასთან ერთად დაბალი ფასებითაც გამოირჩევა. კვირას PLUS ბარათით გადახდისას კი 5X PLUS ქულა დაგერიცხებათ.

GPC & Pharmadepot

ჯი-პი-სი-ში და ფარმადეპოში მედიკამენტების გარდა, თავის მოვლის საშუალებების, დეკორატიული კოსმეტიკის მრავალფეროვანი არჩევანი და ბევრი ფასდაკლება დაგხვდებათ, თუ აფთიაქებში ვიზიტსაც კვირისთვის გადადებთ, 10X PLUS ქულას დააგროვებთ.

Wissol

მანქანით გადაადგილება ბევრისთვის ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. თუ ვისოლის სადგურებზე საწვავს სამუშაო დღეებში ჩაასხამთ, 2X PLUS ქულას მიიღებთ, ხოლო შაბათ-კვირას 5X PLUS ქულას.

ONE PRICE

სწრაფი და კომფორტული შოპინგისთვის იდეალური ადგილია One Price. ტკბილეული, საყოფაცხოვრებო ნივთები, საჩუქრები - აქ ყველაფერს იპოვით, რაც გჭირდებათ. PLUS ბარათით გადახდისას კი ყოველდღე 5X PLUS ქულას დააგროვებთ.

PLUS ქულებით გადახდის დღეები: 20% ფასდაკლება

დაგროვებული ქულები შეგიძლიათ PLUS-ის დაბადების დღისთვის და დიდი მიზნებისთვის შემოინახოთ, თუმცა თუ ლოდინი არ გიყვართ, 5 ივლისამდეც ბევრი საინტერესო შეთავაზება გელით წინ.

წლის ბოლომდე ყოველ შაბათ-კვირას აფთიაქებსა და მარკეტებში PLUS ქულებით გადახდისას 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ. ნახეთ ობიექტების სრული ჩამონათვალი.

თუ PLUS ბარათი ჯერ არ გაქვთ, მის გააქტიურებას ამ ბმულზე სულ რამდენიმე წუთში, სრულიად უფასოდ შეძლებთ.

ხშირად, ორ აფთიაქს, ბენზინგასამართ სადგურს ან კაფეს შორის არჩევანის გაკეთება სწორედ PLUS-ის შეთავაზებამ შეიძლება გაგიმარტივოთ.

ყველა აქტუალური შეთავაზების ერთად სანახავად ყველაზე მარტივი გზა offers.bog.ge ან მობილბანკის შეთავაზებების ჰაბის შემოწმებაა.

ასე რომ, დაგეგმეთ შოპინგი, ისარგებლეთ შეთავაზებებით და დააგროვეთ მაშინ, როცა ხარჯავთ. 

(R)