თბილისი (GBC) - საბანკო სექტორის მომგებიანობამ (კაპიტალზე) ბაზრის მოლოდინს გადააჭარბა. ბანკებმა 2024-ის 5 თვე 24%-მდე უკუგებით დაასრულეს (ROE).

მაჩვენებელი იმავე დიაპაზონშია, როგორც  იყო გასული წლის  ოქტომბერში, როცა სექტორმა კვარტალური ანგარიში IFRS-ით წარადგინა და შედარებაც  უფრო რელევანტურია, ვიდრე წლიურ ჭრილში.

შიდა ზედამხედველობაში, მანამდეც ორივე მეთოდოლოგია გამოიყენებოდა, სებ-ის GAAP-თან ერთად საერთაშორისოც (IFRS) და IFRS-ზე ოფიციალურად გადასვლის შემდეგაც სებისაც რჩება.

კაპიტალზე 20%-იანი უკუგება აქციონერებისთვის ოპტიმალურად მიიჩნევა. თავის მხრივ ინვესტორის კმაყოფილება საქართველოს საფინანსო ბაზრის მიმზიდველობაზე აისახება, რაც საბოლოოდ ფულის ფასზე და სასესხო განაკვეთებზე. რადგან კოეფიციენტის მიხედვით ხდება საბანკო პროდუქტების ფასდადება.

ქვეყნის საფინანსო ბაზარიც კონკურენტუნარიანია. გაჩნდა ახალი მოთამაშეები, ციფრული ბანკები, VASP-ები, მალე ციფრული ბანკებიც მიემატება.

TOP -7 ბანკი კაპიტალზე უკუგებით (ROE)

 

5т/2024

Q3.2023

საქართველოს ბანკი

33.63%

33.41%

თიბისი ბანკი

23.51%

25.42%

ლიბერთი ბანკი 

19.99%

19.15%

ბაზისბანკი

14.20%

12.49%

იშ ბანკი 

12.25%

- 1 42%

პროკრედიტ ბანკი

12.00%

  9.24%

ტერა ბანკი

11.73%

17.36%

წყარო: კომერციული ბანკები, კაპიტალზე 10%-ზე მეტი მომგებიანობით 

(ბიზნესპარტნიორი)