თბილისი (GBC) - კონტრციკლურობის 1%-იანი ბუფერით  საბანკო სექტორს 400 მლნ ლარზე მეტი არ მოაკლდება. ამასთან, სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ ისიც აღნიშნა, რომ ბუფერის ამოქმედება დაგვიანებულია.

სებ-ს აღნიშნული ინსტრუმენტი პანდემიის კრიზისამდე რომ ჰქონოდა, კომერციულ ბანკებს სხვა ბუფერებს, მ.შ. შესაძლო სასესხო  დანაკარგებისთვის ნამეტ რეზერვს აღარ შეაქმნევინებდა, რაც გარკვეული პეროდის განმავლობაში ბანკის ინვესტორების და აქციონერების  მცირედი შეშფოთების საგანი გახდა.

რადგან ამის გამო, პანდემიის გაზაფხულს ყველა ბანკი ზარალით შეხვდა და გამორეზერვების გზების ძებნით დაკავდა.

კონტრციკლური ნეიტრალური ბუფერი  ომის კრიზისამდე ჭარბი დაკრედიტების მაკორექტირებლად გამოიყენებოდა. მაგრამ უკვე  მიიჩნევა, ოპტიმალურად, შოკების შთანთქმის უნარით, საფინანსო სექტორის საფრთხეების პრეცენციისთვის.

პაპუნა ლეჟავას თქმით, საფრთხე სხვადასხვა გამოწვევებიდან მომდინარეობს, მ.შ. თუნდაც იმ დაშვებით, რომ მიილევა მიგრაციის ეფექტი, რაც ბოლო თვეებში ეკონომიკის ზრდის მთავარი წამახალისებელი და  ლარის შემაკავებელია.

მარეგულირებელი იმედოვნებს, რომ  1%-იანი ბუფერი  ხანგრძლივი პერიოდით შენარჩუნდება და სტრესებისას, დანიშნულების მიხედვით გამოიყენება.

თუ დაკრედიტების ტემპი გამინუსდება და ამასთან  ეკონომიკის ზრდა მინიმალურ 1%-მდე დაეცემა, მაშინ  ბუფერი  კვლავ განულდება, ბაზრის სტიმულირების მიზნით.

და პირიქით, თუ მოთხოვნის ზრდა ეკონომიკისას გადააჭარბებს, მაშინ სებ-ის მოთხოვნაც გამკაცრდება,  შესაბამისად, კონტრციკლური  ბუფერის განაკვეთი აიწევს და სექტორსაც უფრო მეტი კაპიტალის დაჭერა მოუწევს.

(ბიზნესპარტნიორი)