თბილისი (GBC) – Bloomberg-ის პლატფორმაზე ხუთშაბათის ვაჭრობაზე ლარი დოლართან წყვილში მცირედი გაუფასურების შემდეგ მკვეთრად მყარდება.
თბილისის დროით 12:10 საათისთვის 1 აშშ დოლარი 2,7750 ღირს.
ამ დროისთვის ეროვნული ვალუტა 1,6%–ით არის გამყარებული.
ლარი დოლართან მიმართებით სავალუტო ჯიხურებშიც გამყარდა. იგივე ხდება ევროსთან მიმართებითაც.