თბილისი (GBC) - ეროვნული ბანკის ინფორმაციით, დოლარში უმოქმედო სესხების წილი 1.9%-ის ფარგლებშია, ევროში - 1.8%.

დეკემბრის მდგომარეობით, 204.2 მლნ ლარის ვადაგადაცილებულ იპოთეკებში, დოლარის პორტფელზე 49.2 მლნ ლარის ეკვივალენტი მოდის. ევროში კი 31 მლნ ლარის.

ლარში ვადაგადაცილებული იპოთეკური სესხების მოცულობა 124 მლნ ლარამდეა შემცირებული.

სების ინტერაქტიური სტატისტიკით, დეკემბრის მდგომარეობით, ბანკების პორტფელში 10,4 მლრდ ლარის იპოთეკური სესხებია.

პრობლემური იპოთეკის წილი თვის ჭრილში 

    $    €
12/2023  1.9 1.9 1.8%
11/2023  2.0 1.9 1.8%
10/2023 2.0 1.9 1.8%
09/2023 2.1 2.0 1.8%
08/2023 2.1 2.0 1.8%

 წყარო: სებ-ი &  ბიზნესპარტნიორი