თბილისი (GBC) - ლარზე მოთხოვნა აპრილში 119 მლნ-ით გაიზარდა. თებერვალ-მარტში უმნივნელო მატება აღინიშნა, იანვარში კი პირიქით, ლარი 300 მლნ-ზე მეტით შემცირდა.

1 მაისის მდგომარეობით, მიმოქცევაშის ლარის მოცულობა 6.4 მილიარდია (01.04.2025 – 6.3 მლრდ; 01.05.2024 -5.7 მლრდ).

მარტში რამდენიმე მილიონით იყო კლება. თებერვალში კი, სებ-ის „თვის მიმოხილვით“ (დოკუმენტის გამოქვეყნების თვეს მიმოხილული თვე ერთი თვით უსწრებს) სარეზერვო ფულის მოცულობა 47.7 მლნ ლარით (0.7%-ით),  7 მლრდ-მდე, ხოლო მონეტარული ბაზა, 112 მლნ ლარით შემცირდა.

სავალუტო აუქციონებით და BMatch პლატფორმზე სებ-ს ტრანზაქციები არ განუხორციელებია.

შიდა სამთავრობო კონვერტაციებით, კი რეგულატორის წმინდა გაყიდვები 148 მლნ -მდე იყო. რის შედეგადაც სავალუტო რეზერვები  შემცირდა. სებ-მა მარტში თებერვლის დანაკლისის სრულად ვერა, მაგრამ 102 მლნ-მდე შევსება მოახერხა. როგორც  საინვესტიციო ბანკირები აცხადებენ, აპრილში BMatch -ზე  სებ-მა კიდევ უფრო მეტი შეისყიდა, ინექცია გააორმაგა. რაც სტატისტიკურ ცხრილში, შემდეგი, ანუ  მაისის ცხრილში აისახება. „თვის მიმოხილვაში“ კი ივნისამდე არ გამოჩნდება.

ამ დროისთვის, ბოლო „თვის მიმოხილვით“, თებერვალში ფართო ფული (M3) 404.5 მლნ ლარით შემცირდა. რაც უმთავრესად, უცხოური ვალუტის დეპოზიტების შემცირებამ განაპირობა.