თბილისი (GBC) - Lion Finance Group PLC-ის (LFG; ყოფილი Bank of Georgia Group PLC/BOGG) დირექტორთა საბჭომ 1Q26-ის შედეგების მიხედვით ერთი ჩვეულებრივი აქციისთვის 2.85 ლარის ოდენობის შუალედური დივიდენდი გამოაცხადა. 

ჯგუფი დივიდენდს 2026 წლის 10 ივლისს ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში გადაიხდის იმ ჩვეულებრივი აქციების მფლობელებისთვის, რომლებიც კომპანიის წევრთა რეესტრში 2026 წლის 26 ივნისის სამუშაო დღის დასრულების მდგომარეობით იქნებიან დაფიქსირებულნი.

გადახდა შემდეგი გრაფიკის შესაბამისად მოხდება: Ex-Dividend თარიღი: 25 ივნისია, ჩანაწერის (Record) თარიღი: 26 ივნისი, ვალუტის კონვერტაციის თარიღიც 26 ივნისი, ხოლო გადახდის თარიღი კი 10 ივლისია.

ვალუტის კონვერტაციისთვის გამოყენებული იქნება საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) ლარის/ბრიტანული ფუნტ სტერლინგის საშუალო გაცვლითი კურსი 2026 წლის 22 ივნისიდან 26 ივნისის ჩათვლით პერიოდისთვის.

შეგახსენებთ, 4Q25-ის პერიოდისთვის ჯგუფმა თითო აქციაზე აქციონერებს ₾2.75-ის დივიდენდი გაუნაწილა, რომელიც 14 აპრილს ანაზღაურდა.