თბილისი (GBC) – სებ-მა მისო "ლიდერკრედიტი“ 5 სხვადასხვა დარღვევისთვის 46 100 ლარით დააჯარიმა.
მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ 2 ტრანზაქციაზე ფინანსური მონიტორინგის სამსახურს ინფორმაცია არ წარუდგინა. ერთ გარიგებაზე ანგარიშგება დააგვიანა. სებ-მა მარეგულირებლისთვის დოკუმენტაციის არასწორად წარდგენის 3 შემთხვევა აღმოაჩინა (AML/CFT ზედამხედველობის წესი 2018 წლის 27 ივნისს დამტკიცდა).
7 კლიენტთან მიმართებით დაირღვა „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ კანონი. მისომ კლიენტების ფულადი სახსრების და სხვა ქონების წარმომავლობა არასათანადოდ შეისწავლა .
5 კლიენტის მომსახურებაში რისკები არ არის დაზღვეული.
AML/CFT ზედამხედველობის წესი 2018 წლის 27 ივნისს დამტკიცდა.
202 მლნ ლარის აქტივებით მიკროსაფინანსო ბაზარზე (30 მისო) "ლიდერკრედიტი" მე-3-ა.